x
image
სალო123
რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი

imageთავაზობთ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ქონებრივ დეკლარაციას: -

იუსტიციის მინისტრის სახელზეა გაფორმებული 900კვ.მ მიწის ნაკვეთი, 400კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 30კვ.მ ავტოფარეხი სოფელ დიღომში.

მის სახელზეა გაფორმებული ბინა, რომელიც სტრასბურგში დრაგონის ქუჩაზე მდებარეობს. 120 კვ.მ საცხოვრებელი ფართი საფრანგეთში წულუკიანმა 248 500 ევროდ შეიძინა. თანხა მან ბანკ "კრედი ლიონე"-დან გამოიტანა, თუმცა სესხის ნაწილი იუსტიციის მინისტრს უკვე გადახდილი აქვს და გადასახდელი 94 239 ევრო აქვს დარჩენილი.

თეა წულუკიანის ძმის- ბათუ წულუკიანის სახელზეა მიწის ნაკვეთი სოფელ მანავში. მამა ავთანდილ წულუკიანი კი ანანურში სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს. დედა გიული შანიძე უზნაძის ქუჩაზე მდებარე ბინისა და სამტრედიის რაიონ სოფელ ზემო ნოღაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა.
საჯარო სამსახურის ბიუროში დაცული მონაცემებით, თეა წულუკიანი 2012 წლისთვის 2003 წლიანი მინი ჩოოპერ-ით გადაადგილდებოდა.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, თეა წულუკიანი ნაღდი ფულის სახით 6 ათას დოლარს ინახავს. 2011წლიდან 2012 წლამდე იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექციების კითხვით 5396 ლარი გამოიმუშავა, ხოლო მისმა ძმამ, რომელიც ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობაში პროექტის მენეჯერად მუშაობს, ერთი წლის მანძილზე, გაწეული საქმიანობისთვის 26 000 ლარი მიიღო.

ოჯახის კიდევ ერთი ფინანსური წყარო ბინის გაქირავებაა. თეა წულუკიანი სტრასბურგში მდებარე ბინას თვეში 1 100 ევროდ აქირავებს.

მაღალია ყოფილი მოსამართლის ავთანდილ წულუკიანის სახელმწიფო პენსიაც. მან ერთი წელში 14 400 ლარი შეადგინა.

0
193
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სალო123
სალო123
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0