სხვა ჯოანა კრუპა – ლამაზმანი პოლიაკთა მიწიდან 2013, 16 ოქტომბერი, 10:50 ულამაზესი პოლონელი მოდელი, ჯოანა კრუპა, ოფიციალურად პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების სახე და თილისმა გახდა. დღეს მთელს მსოფლიოში ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა ლამაზმანების ნაკრებებისა თუ კლუბების სახედ ქცევა (ასე უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდება ამა თუ იმ გუნდით) და ზოგად ტრადიციას არც პოლიაკთა მიწის შვილნი ჩამორჩნენ. პოლონელი მშვენება, ჯოანა კრუპა, მაღალანაზღაურებად ტოპ-მოდელთა კატეგორიას განეკუთვნება და ერთ-ერთი იმათთაგანია, რომლებიც ჩვენებებში და პრეზენტაციებზე მხოლოდ დიდი ანაზღაურების შემდეგ გამოდიან. ლამაზმანი ამბობს, რომ მისთვის პოლონეთის ნაკრების სახედ ქცევა ძალიან დიდი პატივია და ამ შემთხვევაში, ანაზღაურების რაობით დიდად არ დაინტერესებულა. 35 2-ს მოსწონს
|