x
image
თამარი555
აუხსნელი გამოცანები
ჩვენი პლანეტა გამოუცნობი და აუხსნელი მოვლენებით არის სავსე. არსებობს შემთხვევები რომლებიც არც ლოგიკას და არც მეცნიერების ძალისხმევას არ ემორჩილება, მათი ამოხსნა ალბათ მომავლის საქმეა.



1. დონი დეკერი.



image


მას უწოდებდნენ “წვიმის ბიჭს" 1983 წელს. დონი თავის მეგობართან იყო, როდესაც იგი მოულოდნელად ტრანსში შევიდა, სახლის ჭერიდან წყალი წამოვიდა და ოთახი ნისლით აივსო. მისმა მეგობრებმა სახლის პატრონს დაუძახეს, რომელიც ძალიან შეაშფოთა ნანახმა. რამოდენიმე ხნის შემდეგ დონი რესტორანში, თავის ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად მათ თავს ზემოთ წვიმა წამოვიდა. რესტორნის მეპატრონემ მაშინვე გააგდო იგი ქუჩაში. რამდენიმე წლის შემდეგ დონი წვრილმანი დანაშაულისთვის ციხეში მოხვდა, სადაც მან ქაოსი გამოიწვია. წვიმა პირდაპირ მის კამერაში წამოვიდა. დონი ამბობდა რომ მას თავისი სურვილით შეეძლო წვიმის გამოწვევა და მაშინვე დემონსტრირება მოახდინა იმით რომ გამოწვეული წვიმით მორიგე პოლიციელი დაასველა. ის მალე გამოუშვეს ციხიდან და მან რესტორანში მზარეულად დაიწყო მუშაობა. მისი საცხოვრებელი ადგილი ისევე უცნობია, როგორც გამოუცნობი წვიმის მიზეზი.





2. შავი ვერტმფრენი.


image


1994 წლის 7 მაისს, ხარახანში (ლუიზიანა) შავი ვერტმფრენი 45 წუთის მანძილზე ერთ მოზარდს დაედევნა. შეშინებული მოზარდი ყვებოდა რომ ვერტმფრენიდან ადამიანები დაეშვნენ და მას იარაღს უმიზნებდნენ. ამ მოზარდმა დღემდე არ იცის რატომ დაედევნენ და მერე რატომ გაუშვეს იგი. ერთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონში ადამიანებს რომლებიც მანქანით მიდიოდნენ მსგავსი რამ შეემთხვათ. მათ დაინახეს შავ უნიფორმაში გადაცმული მამაკაცები იარაღით, რომლებიც კიბით ეშვებოდნენ ვერტმფრენიდან. მგზავრები მათ შემდეგ გაანთავისუფლეს. შავი ვერტმფრენი ფიგურირებს უფოლოგების ანგარიშშიც. ზოგიერთ მოვლენებს უბრალო ახსნა გააჩნია, სხვა შემთხვევებში კი ის აუხსნელი რჩება.



3. ცხოველები ქვაში.


image


არსებობს რამოდენიმე დოკუმენტური შემთხვევა, როდესაც ბაყაყებს, გომბეშოებს და სხვა მცირე ზომის ცხოველებს მთლიან ქვებში პოულობდნენ. უცნაური კი ის არის რომ ამ ცხოველებს პოულობდნენ არა მარტო ბუნებრივ პირობებში, როგორც ან ხე ან ქვაა, არამედ ხელოვნურ გარემოშიც. 1976 წელს ტეხასელმა მუშებმა ბეტონში ცოცხალი მწვანე კუ იპოვეს. ის საჰაერო ტომარაში იყო, რომელსაც ამ პატარა რეპტილიის ფორმა ჰქონდა. თუ იგი მაშინ შევიდა იქ როდესაც ბეტონს ასხავდნენ, მაშინ როგორ იცოცხლა ასე დიდხანს აქ პატარა კუმ?, ბოლოს და ბოლოს ბეტონში არ იყო არც ხვრელი და არც ნაპრალები, რომ მას შიგნით შეძვრომა შეძლებოდა.

6
236
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
236
  
2013, 20 ოქტომბერი, 9:33
გმადლობ თაკო შეფასებისათვის.
2013, 19 ოქტომბერი, 23:34
ყოველთვის ძალიან მომწონს შენი სტატიები. ზუსტად იმ საკითხებს ეხები რაც მე ყოველთვის მაინტერესებს და მადლობა შენ ამისთვის..
2013, 14 ოქტომბერი, 23:22
გმადლობ.
2013, 14 ოქტომბერი, 23:20
კარგი იყო
2013, 14 ოქტომბერი, 22:47
დიდი მადლობა..
2013, 14 ოქტომბერი, 22:45
მშვენიერია
0 1 6