x
image
თამარი555
ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები

გზავნილების საიდუმლო.


დიდი ხნიდან მსოფლიოში მრავალი ძველი მანუსკრიპტი, საიდუმლო ტაბულა და წარწერების გრაგნილი არსებობს, რომლის გაშიფრვასაც ისტორიკოსები და ლინგვისტები აქტიურად ცდილობენ. მიუხედავად ყველაზე თანამედროვე და დახვეწილი ტექნოლოგიებისა, კაცობრიობა მაინც განაგრძობს თავის მტვრევას გამოუცნობი ნაწერების ამოხსნაში. ჩანაწერების სიმბოლოები ხშირად ძალიან მარტივია: წერტილები, ხაზები, ადამიანისა თუ ცხოველების გამოსახულებები... მაგრამ რას ნიშნავს ისინი? გაუგებარია.

მკვლევარებმა რომ გამოეცნოთ ისტორიული ჩანაწერების მნიშვნელობა ასეულობით ტომები შეადგინეს. მაგრამ არსებობს რიგი წარწერებისა თუ წერილების, რომლის გაშიფვრაც ვერ ხერხდება. მათ შორისაა ქვემოთ მოყვანილი მაგალითები:


1. ბეილის შიფრი.



image


ბეილის შიფრი– ეს არის სამი კომპლექტისაგან შემდგარი შიფრი, რომელიც საგულდაგულოდ მალავს ერთ-ერთ ყველაზე დიად საგანძურს ამერიკულ ისტორიაში: მრავალ ათას ფუნტ ოქროს, ვერცხლს და ძვირფას თვლებს. განძი პირველად აღმოჩენილი იქნა უცნობი ადამიანისაგან, რომლის სახელიც ტომას ჯეფერსონ ბეილია, იგი 1818 წელს ოქროსმაძიებელი გახლდათ კოლორადოში.


image


საინტერესოა რომ შიფრის გასაღები, ცნობილი ამერიკული დამოუკიდებლობის დეკლარაციაა.

დაშიფრული ტექსტი მიანიშნებდა ადგილს, სადაც განძი მდებარეობდა ბერფონდ კაუნტი (ვირჟინია). დღეისათვის განძის მაძიებლები დეტალურად (ხშირად უკანონოდ) ეძებენ ამ აურაცხელ განძეულს კაუნტის ბორცვებზე.



2. ზოდიაქოს წერილი.


image


ზოდიაქოს წერილი– ეს ოთხი დაშიფრული წერილის სერიაა, რომელიც როგორც ვარაუდობენ დაწერილი იყო ცნობილი ზოდიაქოს, სერიული მკვლელის მიერ, რომელიც სან–ფრანცისკოს მცხოვრებლებს ატერორებდა 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970 წლების დასაწყისში. წერილი როგორც ჩანს დაწერილი იყო ჟურნალისტებისა და პოლიციის დაცინვის მიზნით. აქედან მხოლოდ ერთი წერილის გაშიფრვა მოხერხდა, ხოლო დანარჩენი კი გამოუცნობი დარჩა.


ზოდიაქოს პიროვნული მონაცემებიც ვერასოდეს ვერ დადგინდა. თუმცა ზოდიაქოს მკვლელობებიც 1970 წლიდან უკვე აღარ იყო იდენტიფიცირებული.

0
163
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0