x
image
თამარი555
ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები
უახლოეს პერიოდში მეცნიერებამ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა აუხსნელი მოვლენების კვლევის საქმეში. მაგრამ დღემდე არსებობს ისეთი მოვლენები, რაც არ ჯდება მსოფლიო მეცნიერული კვლევის სისტემაში.



image


პლაცებოს ეფექტი.


მედიცინას დღემდე არ შეუძლია ახსნას პლაცებოს ეფექტი. მეცნიერებისათვის აუხსნელია დღემდე თუ როგორ შეიძლება მხოლოდ რწმენის საფუძველზე მიიღოს პაციენტმა სამკურნალო “ცარიელი" საშუალება და აღიდგინოს ორგანიზმის ჯანმრთელობა. თვითაღდგენის შესაძლებლობა აღფრთოვანებას იწვევს მკვლევარებს შორის. მაგრამ პირდაპირი ახსნა ამ მოვლენისა, თითქმის არ არსებობს.




image


დეჟა ვიუ.


ფრანგულ ენაზე “დეჟა ვიუ" ითარგმნება, როგორც “უკვე ნანახი." ამ სიტყვით აღწერილია შეგრძნება შინაგანი განცდის, რომ ეს მოვლენა თითქოს უკვე მოხდა ადრე. თუმცა ობიექტურად ადამიანს ესმის რომ ეს არასოდეს შეიძლება მომხდარიყო. მაგალითად, როცა უცხო ადგილას ხვდება ადამიანი, მას არ ტოვებს შეგრძნება, რომ ის აქ ადრე უკვე იყო . მეცნიერებას დღემდე არ შეუძლია ახსნას ეს მოვლენა.


image


მოჩვენება.


მოჩვენების შესახებ ყვებიან სხვადასხვა განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანები. ასეთი დამთხვევა არ შეიძლება არსებობდეს უსაფუძვლოდ და “ცარიელ ადგილას", მაგრამ მიუხედავად ამისა აუცილებელი და დამამტკიცებელი საბუთი ამისა დღემდე არ არსებობს.


image


გამოუცნობი გაუჩინარება.


არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები ადამიანების გამოუცნობი გაუჩინარების შესახებ. დაწყებული დაკარგული ეკიპაჟისა “ მარიი ცელესტი", ნატალია ჰოლოვეი და ჯიმი ხოფამდე. ადამიანები უბრალოდ უკვალოდ გაქრნენ. მაგრამ პირდაპირი და ლოგიკური ახსნა ამ ფენომენს არ გააჩნია.


image


ინტუიცია


ყოველი ჩვენთაგანისთვის ნაცნობია ეს მეექვსე გრძნობა. ზოგჯერ ის გვატყუებს კიდეც. მაგრამ უფრო ხშირად სწორ პასუხებს გვაძლევს, რომელიც არაფრით არ თავსდება ხოლმე ალბათობის თეორიაში. მეცნიერება ჯერ კიდევ ვერ ხსნის ინტუიციის ბუნებას.



image


გამოუცნობი ბურთი.


ბაქოდან მოშორებით არსებობს არც ისე დიდი კუნძული ბულა. 70-იან წლებში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელმა კონსტანტინე მამადოვმა იპოვა საკვირველი ბურთები. მან ასეთი დაახლოებით 21 ცალი ნახა. ისინი შედგებოდა ორი შეერთებული სფეროსაგან. მათი წარმომავლობა დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისათვის.



image


ნამიბიაში ჩამოვარდნილი ბურთი.


ბურთი დიამეტრით 35 სანტიმეტრი და 6 კილოგრამი ჩამოვარდა ნამიბიაში. დღემდე ვერ დადგინდა მისი წარმომავლობა. ასეთი ბურთების ჩამოვარდნა იყო დაფიქსირებული აგრეთვე 2007 წელს ავსტრალიაში და 2008 წელს ბრაზილიაში. ისინი არ შეიცავენ რაიმე ასაფეთქებელ მოწყობილობას. მათი წარმომავლობაც არ არის აგრეთვე დადგენილი. ნამიბიის პოლიციამ “ნასას" გაუგზავნა ამ ბურთის ნიმუშები, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია მისი წარმომავლობის შესახებ.


image



მთა “კაილაში"


ტიბეტში ბევრი უჩვეულო ადგილია. ერთერთი გამოუცნობია “კაილაშის მთა."

უჩვეულია თვითონ მთის განლაგება. მას სწორი მართკუთხა პირამიდის ფორმა აქვს. რამოდენიმე მომრგვალო მწვერვალით. კუთხეები კი ზუსტად არის მიმართული ჩრდილეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთისაკენ. ძნელი წარმოსადგენია რომ ეს ბუნებრივი წარმონაქმნია. მთის შუაგულში კი ღრმულია რომელიც ძალიან ჰგავს გიგანტურ კიბეს.

დღემდე მისი მწვერვალი დაუპყრობელია. რამდენიმე ექსპედიციის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა, მიუხედავად თანამედროვე ალპინისტური აღჭურვილობისა. ნიშანდობლივია რომ მთა არ არის ძალიან მაღალი და მისი ფერდები არ არის რთული დასაპყრობი.


image


შერვუდის ტყე.


შერვუდის ტყე მალავს არაერთ გამოცანას. მაგრამ ყველაზე გამოუცნობია ადგილი, სადაც ადრე ღია ცის ქვეშ იკრიბებოდნენ ვიკიბგები და არჩევდნენ თავის საქმეებს.

ეს ადგილი შეიცავს საოცარ თვისებებს–აქ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა შეიძლება მკაფიოდ გაისმას ასეულ მეტრში. რით არის გამოწვეული ასეთი უჩვეულო აკუსტიკა ამას მეცნიერები სწავლობენ . აქ მიმდინარეობდა სრულმასშტაბიანი გამოკვლევა გეოფიზიკური მოწყობილობების საშუალებებით 2011 წელს. ამ ადგილის გამოცანა შორეულ საუკუნეებამდე მიდის. მით უმეტეს რომ ხუთი წლის უკან ისტორიკოსებმა სტიუარტ რედიშმა და ლინდა მალეტმა აღმოაჩინეს სამი უჩვეულო ქვა. 200 წლის დოკუმენტებში მოხსენიებულია გამოუცნობი ნიშნები, რომელიც ამ ადგილას მდებარეობს და აღწერის მიხედვით ძალიან ჰგავს ამ ქვებს.

16
439
12-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
439
  
2013, 23 სექტემბერი, 20:41
გმადლობთ.
2013, 23 სექტემბერი, 20:41
გმადლობთ
2013, 6 აგვისტო, 0:03
ძალიან მომეწონააა ყოჩაღ, კიდევ ველოდები :P
2013, 5 აგვისტო, 13:49
გმადლობ. მეც გამომიცდია..
2013, 5 აგვისტო, 13:43
"დეჟა ვიუ" მეც მაწუხებს ხოლმე!რაღაც თუ მოხდება მგონია რომ ადრეც მოხდა ეს!:))))კარგი სტატიაა!
2013, 5 აგვისტო, 2:00
გმადლობთ
2013, 5 აგვისტო, 0:31
ინტერესით წავიკითხე )
2013, 4 აგვისტო, 17:07
გმადლობ
2013, 4 აგვისტო, 17:04
კარგია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10