პარამეცნიერებები სენსაცია 2013, 17 ივლისი, 18:36 გასული წლის ნოემბერში, სეიშელის კუნძულებზე, კერძოდ დეროშზე აღმოჩენილი იქნა ქოქოსის შემგროვებელთა მიერ უცნაური არსება, რომელიც ძალიან წააგავდა “ქალთევზას". როდესაც პირველად ნახეს იგი კვლავ სასიცოცხლო ნიშნებს ინარჩუნებდა და გამოსცემდა თავისებურ ხმებს. როცა ეს საშინელი არსება ორმა ინდოელმა ნახა პირველად ისინი გაიქცნენ და კომპანია “მკ" მთავარ მენეჯერს გამოუძახეს, რომელიც სასტუმროებს არენდით იღებდა ტურისტებისათვის. მალე თავი მოიყარეს ადამიანებმა ამ საშინელი არსების გარშემო და ფოტოები გადაიღეს. ეს უკვე არაერთი შემთხვევაა “ქალთევზის" ნახვისა ინდოეთის ოკეანეში. მეთევზეებმა უკვე დიდი ხანია იციან არსებობა ამ საშინელი თევზისა, რომლის ფორმაც ადამიანისას გვაგონებს. როგორ მრავლდებიან ოკეანის ეს არსებები, ჯერ ზუსტად არავინ იცის. მისი ზომა 162 სანტიმეტრია, და იგი სპეციალისტებმა ნავით გადაიყვანეს ნაპირზე ამ ფენომენის შემდეგი შესწავლის მიზნით. 4757 19-ს მოსწონს
|