x
image
თამარი555
ადამიანების იდუმალი გაუჩინარება

image


მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანი იკარგება უგზოუკვლოდ. ოფიციალური მონაცემები ხშირად არ იძლევა არანაირ შედეგს. ეს ადამიანები თითქოს ჰაერში აორთქლდნენ. მათი ძიება დღემდე გრძელდება როგორც პროფესიონალების, ასევე ენთუზიასტების მიერ.



ბარბარა ბოლიკი.


ამერიკის შეერთებული შტატების, შტატ მონტანას მცხოვრები, 55 წლის ქალბატონი, რომელიც ქალაქ კორვალისში ცხოვრობდა, 2007 წლის 18 ივლისს გაემგზავრა კლდოვანი ბორცვზე ასასვლელად ჯიმი რამაკერთან ერთად. რომელიც კალიფორნიიდან ჩამოვიდა იქაური ბუნების დასათვალიერებლად. ბორცვზე ასვლის მომენტში


ჯიმი ცოტა ხნით შეჩერდა რომ დაეთვალიერებინა ბუნების ხედები. მან უცებ თვალთახედვიდან დაკარგა ბარბარა ზუსტად ერთი წუთის განმავლობაში. ამ დროისათვის იგი 6–9 მეტრში იმყოფებოდა მისგან.

როცა მიმოიხედა იგი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. შემდგომმა მასშტაბურმა საძიებო მოქმედებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

რა თქმა უნდა, პოლიციელების საქმე იყო რომლებიც ბარბარას გაუჩინარების საქმეს იკვლევდნენ, დაწვრილებით გამოეკვლიათ ჯიმი რამაკერის ჩვენება. ეჭვობდნენ რა რომ ის იყო მონაწილე მისი გაუჩინარებისა. მაგრამ მცირედი მტკიცებულებაც კი არ აღმოჩნდა მისი მოტაცების ან მკვლელობის შესახებ. ამას გარდა თუ ჯიმი მონაწილე იქნებოდა მისი დაკარგვისა ის უფრო დამაჯერებელ ვერსიას მოიფიქრებდა ვიდრე მისი გაქრობა იყო იგივე ადგილიდან.



ბრაიან შაფერი.


შტატ ოჰაიოს სტუდენტი–მედიკოსმა, 27 წლის ბრაიან შაფერმა 2006 წლის 1 აპრილს საღამოს ერთ–ერთ ბარში რამოდენიმე ჭიქა ლუდი დალია.

ღამის ორის ნახევარსა და ორ საათს შორის ბრაინი აუხსნელი მიზეზებით დაიკარგა. თვითმხილველთა თქმით იგი ძალიან მთვრალი იყო და ტელეფონზე თავის შეყვარებულს ესაუბრებოდა. შემდეგ იგი შეამჩნიეს ორი ახალგაზრდა ქალის გვერდით. ამის შემდეგ იგი არავის აღარ უნახავს.

ყველაზე საინტერესო ის არის რომ ბრაიანი დაინახეს ბარში შესული და გამოსული არავის უნახავს. მისი გამოსვლა არც ვიდეო კამერებს არ დაუფიქსირებიათ. მაგრამ მკაფიოდ ჩანს თუ როგორ შედიოდა ის ბარში.

სამი კვირის უკან შაფერმა გამოუცხადა დედას რომ გეგმავს წასვლას არდადეგებზე თავის გოგონასთან ერთად. მეგობრები და ნათესავები დარწმუნებულები იყვნენ რომ მას ასე მოულოდნელად არ შეეძლო გამგზავრებულიყო. ერთ–ერთი ვერსიით შეიძლება ბრაინი მოეტაცებინათ, მაგრამ ბოროტმოქმედმა როგორ შეძლო გამოეყვანა იგი შენობიდან ვიდეოკამერებისა და თვითმხილველების შეუმჩნევლად. –ამ კითხვას გამომძიებლები ჩიხში შეყავს.



ჯეისონ იოლკოვსკი.


შტატ ნებრასკას მცხოვრები 19 წლის ჯეისონ იოლკოვსკი, 2001 წლის 13 ივნისს სამსახურში წავიდა. ქალაქ ომახაში. იგი მოელაპარაკა მეგობარს რომ წაიყვანდა მეზობელ სკოლაში, მაგრამ ჯეისონი იქ არ გამოცხადდა. მაგრამ შემდეგ მეზობელმა ნახა იგი ნახევარი საათით ადრე დანიშნულ შეხვედრამდე. ჯეისონს როგორც ამტკიცებს მოწმე ნაგვის ყუთები შექონდა თავის გარაჟში.

2003 წელს ჯიმი და კელი იოლკოვსკების მშობლებმა, შვილის ხსოვნასთან დაკავშირებით დააარსეს არაკომერციული საზოგადოება–“ჯეისონის პროექტი", რომელიც დაკავებულია უკვალოდ გაუჩინარებულთა მოძიებით. მაგრამ თვითონ ჯეისონის ბედი დღემდე საიდუმლოდ რჩება.


image

2
133
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
133
  
2013, 16 აგვისტო, 8:32
გმადლობთ
2013, 15 აგვისტო, 23:45
საინტერესოა...
0 1 2