პარამეცნიერებები აუხსნელი გამოცანები 2013, 14 ოქტომბერი, 21:39 რა არის ისეთი გამოცანებში, რომელიც ასე აღიზიანებს ჩვენს ცნობისმოყვარეობას? ისინი იტაცებენ ჩვენს განცდებს და ახდენენ ფანტაზიის სტიმულაციას. ისტორიამ კი ჩვენთვის ბევრი ისეთი უცნაური შემთხვევა შემოგვინახა, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
1. რკინის სვეტი ქალაქ დელიში. რკინა ყველა მეტალის მეფეა. იგი პრაქტიკულად ყველაფერში გამოიყენება, დაწყებული სახლის საძირკველიდან– დამთავრებული ველოსიპედის ჯაჭვით. სამწუხაროდ რკინას არ შეუძლია გაექცეს პროცესს, რომელიც მის ნელ-ნელა დაჟანგებას იწვევს, გარდა იმ ფენომენალური სტრუქტურისა, რომელიც ქალაქ დელიშია. ამ სვეტის სიმაღლე 7 მეტრია და წონა 6 ტონა. ეს რკინის გიგანტი 1600 წლის მანძილზე კოროზიის წინააღმდეგ დგას–იგი არ ჟანგდება. 2. ხატჩისონის ეფექტი. ხატჩისონის ეფექტი მიეკუთვნება საშინელი მოვლენების სერიას, როდესაც გამომგონებელი ჯონ ხატჩისონი შეეცადა წარმოედგინა ნიკოლა ტესლას (ცნობილი ფიზიკოსი) რამოდენიმე ექსპერიმენტი. რამოდენიმე შემთხვევაში ირთვება ლევიტაცია, ხდება შერწყმა სხვადასხვა ფაქტურის (ხე და რკინა) და ქრება მცირე საგნები. უფრო მეტად უცნაური კი ის არის რომ ამ ექსპერიმენტის შემდეგ ხატჩისონმა ვეღარ შეძლო მისი გამეორება იგივე შედეგით. ეს ექსპერიმენტი ისეთი პოპულარული გახდა რომ ამით nasa-ც დაინტერესდა, მაგრამ მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. 3. ბელმესის სახე. ეს ლაქები კედელზე გამოიყურება ისე, თითქოს ადამიანი გიყურებს? ეს ბელმესის ერთ-ერთი სახეა, რომელიც პერეირას ოჯახის სახლში ჩნდება. უკვე 20 წელია ეს ქალის და მამაკაცის სახეები სახლის კედელზე ყოველ ჯერზე სხვადასხვა გამომეტყველებით ჩნდება, შემდეგ კი ისევ ქრებიან. ყველაზე უცნაური კი ისაა რომ ისინი კედელზე ძალიან მცირე ხნით ჩნდება. მიმდინარეობდა გამოკვლევები იმ მიზნით თუ რა იწვევდა ასეთ ეფექტს. ერთ-ერთი გამოკვლევის დროს, სახლის ქვეშ აღმოჩნდა ადამიანის ნეშთი, მაგრამ სახეების გამოჩენა ისევ გრძელდებოდა. საბოლოოდ ვერანაირი პასუხი ვერ იქნა მიღებული. 160 7-ს მოსწონს
|