ფეხბურთი რუნი ახალი კონტრაქტის წინააღმდეგია 2013, 11 ოქტომბერი, 17:26 “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკების წამოწყება არ ისურვა. goal.com-ის ცნობით, ფეხბურთელი კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაზე ისევ აქტიურად ფიქრობს და გამორიცხული არაა, ეს ნაბიჯი მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე – 2015 წლის ზაფხულამდე გადადგას. ოთარ მაღლაკელიძე 40 შეფასება არ არის
|