შოუბიზნესი ბიჭების დანახვით აღფრთოვანებული ია ფარულავა-"ვაიმე, რა ბიჭები არიან, ოოო" 2013, 11 ოქტომბერი, 8:48 მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, როგორც იცით ტელეპროექტ "ნიჭიერის" ერთ-ერთი ჟიურის წევრია. ამ პროექტის ჩაწერა უკვე დიდიხანია მიმდინარეობს და მალე ტელე ეკრანებზეც ვიხილავთ. ია ფარულავა, რომ ყოველთვის თავისი შეუკავებელი ემოციებით და პირდაპირობით გამოირჩევა, ყველასთვის კარგად ცნობილია და მისი წყალობით მართლაც საინტერესო ხდება გადაცემების თუ პროექტების ყურება. ახლაც "ნიჭიერის ერთ-ერთ ჩაწერაზე, რუსთაველი ჯგუფის, "უნივერსალის" დაკუნთული ბიჭების დანახვაზე, იამ თავი ვერ შეიკავა ემოციებეისგან "ვაიმე, რა ბიჭები არიან, ოოო" და ბიჭების შეფასება ხმამაღლა დაიწყო თუ რომელი უფრო კარგი იყო: "მესამე კაია, მეორე კაია, პირველი... გამარჯობათ ბიჭებო... რა კარგი ბიჭები ხართ..." სრული ჩანაწერი ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ არსებობს ფოტო ვიდეოდან, სადაც ია ფარულავა ერთ-ერთ კუნთმაგარ ბიჭს ფულს უტენის საცვალში. ემოციები იას სახეზე ბიჭების დანახვისას 987 5-ს მოსწონს 3-ს არა
|