დასრულდა საქართველო-ჰოლანდიის 21-წლამდელთა მატჩი. ანგარიში გამანადგურებელია – 0:6. პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე, დიდად საგანგაშო არაფერი ხდებოდა, ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მინიმალური ანგარიშით აგებდა, მაგრამ მიიღო კურიოზული გოლი. ამას მოჰყვა მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე გაშვებული ისეთი ბურთი, კასტაინოსმა ასჯერ რომ დაარტყას, ვერ გაიტანს.
0:3-ის შემდეგ კი, ქართველებს აღარაფერი შეუქმნიათ, ისევ იყო შეცდომების კასკადი, ნიკა კვეკვესკირის გაძევება და საბოლოოდ, კიდევ სამი გაშვებული ბურთი. ჩივაძის ნაკრების დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა – ბავშვური შეცდომები ერთმანეთზე გადაება.
გოლები: 0:1 ბოეტიუ (14), 0:2, 0:3 კასტაინოსი (45, 48), 0:4, 0:5 პრომესი (67, 71), 0:6 კასტაინოსი (78).
www.worldsport.ge