x
image
მანჩო 777
"Eden"-ყველაზე ძველი კინოთეატრი მსოფლიოში
image
მსოფლიოში უძველესი კინოთეატრი "ედემი" (Eden), სადაც ძმები ლუმერები უჩვენებდნენ თავიანთ ფილმებს მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს და რომელიც საფრანგეთში მდებარეობს, დაკეტილი იყო რეკონსტრუქციის მიზნით 1995 წლიდან.

კინოათეატრი სულ მალე ისევ გაიხსნება განახლებული სახით სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ლა-სოტაში. შენობას გენერალური რეკონსტრუცია ჩაუტარდა:ძველი სკამების მაგივრად დადგეს ახალი ხავერდის სავარძლები, ხოლო ძველებური ხალიჩები შეცვალა ახალმა მუხის პარკეტმა. რემონტი შეეხო კინოთეატრის გარეგან სახესაც: გარედან შენობის კედლებს გაუკეთდა მოზაიკა.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ეს კინოთეატრი ეკუთვნოდა ძმები ლუმერების მამის მეგობარს-რაულ გალოს (Raoul Gallaud), და სწორედ აქ მოხდ მსოფლიოში პირველი ფილმის - "მატარებლის ჩამოსვლა ვაგზალზე" დემონსტრირება.

მომავალში "ედემი" ბევრჯერ გამხდარა არაერთი ცნობილი კინოვარსკვლავის სცენა, მაგრამ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს თეატრის ბედი უარესობისაკენ შეიცვალა: მისი მეპატრონე მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში და მაყურებლებმა ნელ-ნელა შეწყვიტეს აქ მოსვლა, სანამ კინოთეატრი საბოლოოდ არ დაიხურა 1995 წელს. კინოთეატრი იხსნებოდა მხოლოდ წელიწადში ერთხელ ერთი კვირით ფესტივალისათვის, სადაც ხდებოდა კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველი ფილმების დემონსტრირება.


როგორც ამბობენ, კინოთაეტრის გახსნას დაესწრებიან კინოვარსკვლავები ჟულიეტ ბინოში და ნატალი ბაი, ასევე რეჟისორი რომან პოლანსკი. განახლებული, 166-ადგილიანი კინოთეატრი არამარტო ფილმების დემონსტრირების ადგილი გახდება, არამედ დამთვალიერებლებს და სტუმრებს წარმოუდგენს ექსპოზიციებს კინოს ისტორიის შესახებ.

image სურათზე:ძმები ლუმერები

0
79
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0