x
image
worldsport.ge
კლიჩკომ პოვეტკინს სტატისტიკა და ხასიათი გაუფუჭა

imageთანამედროვე პროფესიული კრივის სუპერვარსკვლავმა ვლადიმერ კლიჩკომ WBA-ის, IBF-ისა და WBO-ს ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. 37 წლის უკრაინელმა მძიმეწონოსანმა გუშინ, მოსკოვის სპორტკომპლექს “ოლიმპიისკი”-ში WBA-ს რეგულარულ ჩემპიონს, 34 წლის რუს ალექსანდრ პოვეტკინს კარიერაში პირველი მარცხი აწვნია. აქამდე რუს გოლიათს 26 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ყველა მოგებული (18-ჯერ ნოკაუტით).
შეხვედრის ბედი ქულებით გადაწყდა. კლიჩკომ მეტოქეს უკეთესი ფიზიკური მომზადების, ტაქტიკურად გამართული ჩხუბისა და რაც მთავარია, გამოცდილების ხარჯზე აჯობა. პოვეტკინი აქტიური შეტევით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, უკრაინელი მძიმეწონოსანი კი დისტანციას მუდმივად აკონტროლებდა და ქულებსაც უფრო ადვილად აგროვებდა. თორმეტი რაუნდის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოახერხა რუსი მოკრივის ნოკდაუნში გაგზავნა. საბოლოოდ სამივე მსაჯმა ერთნაირი ანგარიში დააფიქსირა – 119:104 უკრაინელის სასარგებლოდ.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ვლადიმერ კლიჩკომ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე კარგად ჰყავდა შესწავლილი და შეხვედრას პირველიდან ბოლო წამებამდე სრულად აკონტროლებდა. ჩემპიონმა ალექსანდრ პოვეტკინს საბრძოლო შემართება და გამძლეობა მოუწონა.
ვლადიმერ კლიჩკოს პროფესიულ რინგზე 64 ბრძოლა აქვს ჩატარებული. 61-ჯერ მოიგო (51-ჯერ ნოკაუტით) და 3-ჯერ დამარცხდა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

1
927
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
927
  
2013, 6 ოქტომბერი, 22:58
რა ტანზეა ეს ოხერი :D
0 1 1