x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ორი მცირეწლოვანი გოგონა სარეცხის მანქანაში გაიგუდა

imageშოკისმომგვრელ ფაქტს იძიებს ჩინეთის პოლიცია, ორი მცირეწლობანი გოგონას გვამი იპოვეს სარეცხ მანქანაში.ტრაგედია პროვინცია ცზიანსიში დატრიალდა, ჩინეთის აღმოსავლეთით.გამოძიების ინფორმაციით ორი გოგონა 2 და 3 წლისა შეძვრა სარეცხის მანქანაში და ჯერ კიდევ გაუგებარია, როგორ, მაგრამ ჩართეს გაწურვის პროგრამა.როგორც სააგენტო "სინხუა" იუწყება, დედა ამ დროს სამზარეულოში იმყოფებოდა და საოჯახო საქმეს აკეთებდა, ხოლო მამა მუსიკას უსმენდა, მათ გარდა სახლში 1 წლის ბიჭუნაც იმყოფებოდა.როდესაც გოგონები აღმოაჩინეს სარეცხ მანქანაში ისინი უკვე გაგუდულები იყვნენ.სარეცხი მანქანების დამამზადებელი კომპანია Haier-ის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, რომ შეესწავლათ მომხდარი ფაქტი და პოლიციას დახმარებოდნენ გამოძიებაში.South China Morning Post-ის ინფორმაციით სარეცხის მანქანა აივანზე იდგა, მშობლები ოთახში იყვნენ და ვერ შეამჩნიეს, რომ მანქანა ჩაირთო.მშობლებს ჯერ ეგონათ, რომ ბავშვები ეზოში ჩავიდნენ, დაიწყეს ძებნა, მხოლოდ ბოლოს ნახეს აივანზე ჩართული სარეცხის მანქანა მოციმციმე ნათურებით.როგორც მეზობელი ჰყვება, იგი მამას დაეხმარა სარეცხის დოლურადან ბავშვების გამოტანაში, ამ დროს დედას გული წაუვიდა.პოლიციის ინფორმაციით ოჯახი შეძლებული იყო და მშობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ შვილებთან, თუმცა არც დედა და არც მამა არ მუშაობდნენ.თუმცა ინტერნეტ საიტებზე მშობლების გულგრილობას უარყოფითი კომენტარები და შენიშვნები მოჰყვა.

6
466
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
466
  
2013, 7 ოქტომბერი, 16:31
ბევრი კითხვა ისმის! ერთერთი კარები როგორ დაკეტეს?
2013, 7 ოქტომბერი, 11:51
კოშმარია:(( ვერ წარმომიდგენია 2 ბავშვი როგორ შეეტია, ან როგორ ჩერთეს? საშინელებაა.
2013, 7 ოქტომბერი, 9:52
ჩინელი 4 ზრდასრულიც წავა :)
საწყალი ბავშვები. :((
2013, 6 ოქტომბერი, 16:23
კი მაგრამ როგორ ჩართეს :( ვაიმე რა საშIნელებაა
2013, 6 ოქტომბერი, 12:08
რამხელა სარეცხის მანქანა იყო 2 ბავშვი რომ ჩაეტია?
2013, 6 ოქტომბერი, 11:35
ვაიმე გული მაქვს ცუდად,ასეთი რამ ჩვენთანაც მოხდა საქართველოში 2 თუ სამი წლის უკან,მე ძალიან მეშინია,როცა ვიყენებ ვბლოკავ ,მერე კი ქსელიდან ვრთავ რომ დამიფაროს ღმერთმა და ბავშვი შეძვრეს ვერაფერი მოახერხოს თან სპეციალურ ჩიხოლში მაქს მანქანა
0 1 6