x
image
worldsport.ge
მარტინო: “არ მესმის, რა უნდათ სანჩესთან”

image“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა. ჩილელი ლეგიონერის თამაშით არგენტინელი სპეციალისტი ძალიან კმაყოფილია.
“სანჩესი თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს და მართლა არ მესმის, რა არ მოსწონთ. მას ხშირად ისეთ დროსაც კი აკრიტიკებენ, როცა მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესოა. კარგი იქნება, სიტუაციას რეალურად თუ აღიქვამენ. მე საპრეტენზიო არაფერი მაქვს. პირიქით, ძალიან მომწონს” – უთხრა ხერარდო მარტინომ ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემას.
მიმდინარე სეზონში ალექსის სანჩესმა პრიმერადივიზიონში 5 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0