x
image
worldsport.ge
ერთი თვე ფარფანის გარეშე

imageგელზენკირხენის “შალკემ” ერთ-ერთი ლიდერი, პერუელი ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი დიდი ხნით დაკარგა.
ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, შვეიცარიაში “ბაზელთან” 1:0 მოგებულ მატჩში საზარდული დაიზიანა და როგორც გამოკვლევამ ცხადყო, ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა.
ექიმების ვარაუდით ფარფანი დაახლოებით ოთხ კვირას გამოტოვებს. ის საკუთარ გუნდს ბუნდესლიგის მომდევნო ორ ტურში “აუგსბურგთან” და “ბრაუნშვაიგთან” გარანტირებულად ვერ დაეხმარება და ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” მატჩსაც გამოტოვებს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0