x
image
მანჩო 777
არაჩვეულებრივი სასტუმრო Arlanda-ს აეროპორტში

სტოკჰოლმის აეროპორტ Arlanda-ში მდებარეობს გასაოცარი და არაჩვეულებრივი სასტუმრო. ეს სასტუმრო მოთავსებულია ჩამოწერილი თვითმფრინავის ბოინგ-747-ის ბორტზე. სასტუმროს დამსვენებლებს ისეთი შთაბეჭდიელბა ექმნებათ, თითქოს ჰაერში იმყოფებიან და ფრენას ახორციელებენ.

სასტუმროში სულ 25 ნომერია, მათგან ყველაზე ძვირია პილოტის კაბინეტში მოთავსებული ნომერი. ნომრებში მაქსიმალური კომფორტია შექმნილი მისი სტუმრებისათვის. მომსახურე პერსონალი სტიუარდესებისა და პილოტების ფორმებშია ჩაცმული. გთავაზობთ ფოტოებს, გადაღებულს ამ უნიკალურ სასტუმროში.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









10
116
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
116
  
2013, 2 ოქტომბერი, 22:01
ტბაც არა:D მგონი სკლეროზი მაქვს უკვე.
2013, 2 ოქტომბერი, 21:48
გეშველათ თქვენც და მეც. :)))
ტბაც არ გახსოვთ?
2013, 2 ოქტომბერი, 21:46
ეგ ადგილი როგორ არ ვიცი, საღორიას კარგად ვიცნობ, მაგრამ ეგ რესტორანი არ მახსოვს, "მუხნარია" მანდ, შიგ ტყეში რესტორანი, სხვა არ ვიცი.
2013, 2 ოქტომბერი, 21:41
ბაღდათის მაგისტრალიდანაა გადასახვევი, სატრაქტორო ქარხანა უნდა გაიარო და მომდევნო შესახვევი მარცხნივ.
2013, 2 ოქტომბერი, 21:38
ვერაფრით ვერ გავიხსენე...არადა ქუთაისში 22 წელი ვცხოვრობდი:)
2013, 2 ოქტომბერი, 21:37
ქუთაისში იყო "ტორპედოს" სპორტული ბაზის უკან ხელოვნური ტბა და რესტორანი "თეთრი გედი" სეინერზე, თუ არ მეშლება.
2013, 2 ოქტომბერი, 21:26
ეგრე რამდენი რამე დაინგრა და განადგურდა.:"(
თბილისში არის გემი-სასტუმრო-რესტორანი, "კრუიზი " ჰქვია.
'
2013, 2 ოქტომბერი, 21:25
გმადლობთ, ბატონო ლიც. არადა რამდენი ხანი ვიკავებდი თავს სტატიების გამოქვეყნებისაგან.:)
2013, 2 ოქტომბერი, 21:01
ქალბატონო მანჩო, საინტერესო და ინფორმატიული სტატიები გაქვთ, ძალიან მომწონს
2013, 2 ოქტომბერი, 20:58
ეეჰ ზუგდიდში გემი-ბარი იყოო და სამოქალაქო ომის დროს აუფეთქებიათ, ვის რას უშლიდა? :(((
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10