პარამეცნიერებები შუმერთა ღმერთები–ანუნაკები საათს ატარებდნენ? 2013, 2 ოქტომბერი, 18:31 გვიანდელი ბაბილონის მითის თანახმად ანუნაკები იყვნენ ღმერთების ანუს და კის შვილები. “ანუ" შუმერულად ნიშნავს ცას. ძველი შუმერული წერილობითი ჩანაწერის ტაბლო ასე გაიშიფრა:
–იმის შემდეგ, რაც ცა გამოეყო მიწას,
–იმის შემდეგ, რაც ადამიანს ეწოდა სახელი,
–იმის შემდეგ, რაც (ცის ღმერთი) ანი ავიდა ცაში,
–იმის შემდეგ, რაც(ჰაერის ღმერთი) ენლილი დაეშვა მიწაზე.., მას შემდეგ ანუნაკები ჩნდებიან, როგორც მცირე ღმერთები. ძველი შუმერული ბარელიეფის საინტერესო ფოტოები გამოაქვეყნა ჯოზეფ ბაუერმა. გამოსახულებების ხელებზე მოსჩანს რაღაც, რაც ძალიან მოგვაგონებს მაჯის საათს. ვინ არიან გამოსახული ბარელიეფზე, რომელიც შექმნილია III-IV საუკუნეებში ჩვ. წ. აღ–მდე? ძველი შუმერის მმართველები და მცხოვრებლები, თუ იდუმალი ანუნაკები, რომლებსაც შუმერები აღმერთებდნენ? 872 4-ს მოსწონს
|