ბრიტთა კუნძულზე მილიონობით თანამემამულესთან ერთად, ცხოვრობს და მოღვაწეობს, ერთ დროს “მის ინგლისად” დასახელებული ლამაზმანი, ვინმე ლეილანი დაუდინგი. ეს ქალი უპირველეს ყოვლისა იმით გახდა ცნობილი, რომ არაერთ პოპულარულ ადამიანს ჩაუგორდა სარეცელში.
ლეილანის უკანასკნელი ”მსხვერპლი” რუსი ფეხბურთელი, ანდრეი არშავინი გახლავთ. ანდრეიმ ბრიტანელი მოდელი ლონდონის “არსენალში” თამაშის დროს გაიცნო და მოუხედავად იმისა, რომ მაშინ ცოლიანი კაცი იყო, ფარულ სატრფოსთან რამდენჯერმე საიდუმლო შეხვედრაც მოაკვარახჭინა.
როგორც იცით, არშავინი ამჟამად თავის სამშობლოში აგორებს ბურთს, მაგრამ ლეილანი დაუდინგთან ურთიერთობა დღემდე არ გაუწყვეტია და წყვილი უკვე ერთმანეთს საჯარო სივრცეშიც ხშირად ხვდება. ეს ყველაფერი ანდრეის ცოლთან გაშორებად დაუჯდა, მაგრამ საეჭვოა ოჯახის დანგრევა დიდად ანაღვლებდეს...…
www.worldsport.ge