მხატვრობა საინტერესო და სახალისო ანიმაციური ფოტომანიპულაციები. 2013, 1 ოქტომბერი, 20:35 "Michael Whaite" გვევლინება მხატვარ-დიზაინერად მანჩესტერიდან, რომელსაც ეკუთვნის ნეონის პლაკატების კოლექცია, ასევე GIF-ის ტიპის ანიმაციური ნაკრებები. მათ შორის წააწყდებით თქვენს კუმირ გმირებსაც, რომელიც თქვენდა გასაოცად, სწორედ რომ მაიკლის მიერაა შექმნილი. "Quite Interesting" (ეს საინტერესოა) არის ბრიტანული შემეცნებითი გასართობი გადაცემა, სადაც შოუს მონაწილეები ცდილობენ სწორად უპასუხონ ძნელად ასახსნელ კითხვებს სხვადასხვა სფეროდან, მაგრამ ყველაზე ხშირად ყველაზე საინტერესო და ამავე დროს სახალისოა უცნაური ფაქტები ცხოველთა სამყაროდან. სწორედ ამან შთააგონა მხატვარი შეექმნა GIF-ი ანიმაციები სხვადასხვა ძნელად დასაჯერებლ ფაქტზე.
გთავაზობთ რამოდენიმე, მეტად სახალისო და საინტერესო ანიმაციურ მაგალითებს მაიკლის კოლექციიდან: 1. თურმე ჭრიჭინას ყური ფეხებს შუა აქვს. 2. ჟირაფს შეუძლია ენით საკუთარ ყურს მისწვდეს. 3. ჰიპოპოტამი ოფლს იყენებს, როგორც მზის დამცავ საშუალებას. 4. ციყვები ერთმანეთს კოცნიან, რათა ამოიცნონ ერთმანეთი. 5. თხუნელას განავალს კუბის ფორმა აქვს. 6. სპილოებს ხტომა არ შეუძლიათ. 7. ლოსს შეუძლია იგრძნოს ბუზის დაჯდომა რქებზე. 8. როდესაც მეცნიერებმა პირველად იხილეს იხვნისკარტა, შეეცადნენ მისთვის მოეძროთ ნისკარტი. 9. მამრ ლომს 20 საათი სძინავს. 10. რვაფეხას ცისფერი სისხლი აქვს. 11. შინაური კატა უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე უსეინ ბოლტი. იხილეთ ასევე სარეკლამო ფოტომანიპულაციები მაიკლის კოლექციიდან: 140 20-ს მოსწონს
|