x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
წერტილების დასმით შესრულებული ულტრა რეალისტური პორტრეტები.
უნიჭო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ზე ნიჭის მქონენიც, თუმცა მაინც ნიჭთან ერთად რკინის ნერვებიც საჭირო ყოფილა ზოგის შემთხვევაში, ვინაიდან სტატიაში, რომელსაც მე გთავაზობთ, სწორედ რკინის ნერვების მქონე ადამიანზე მექნება საუბარი და ალბათ ბევრ ჩვენგანს შეიპყრობს წარმოუდგენლობა. თეთრ ტილოზე, შავი წერტილების დასმით შესრულებული მხატვრობა, არ უნდა იყოს ადვილი და სახუმარო ფაქტი, მაგრამ ეს რეალურია, მხატვარი ვინმე Pablo Ruiz Jurado წარმოუდგენლად გენიალურ და სრულ დეტალურ პორტრეტებს ქმნის ასეთი სახით. "შემოქმედებითი კონცეფციის საფუძველზე და ჩემი მინიმალური ხედვით, ვცდილობ გადმოვცე მთავარი გმირის ხასიათი და ისტორია, რაც წარმოადგენს ძალზე რთულ, მაგრამ ზუსტ აქცენტს" - ამბობს მხატვარი.


პაბლო 1973 წელს ესპანეთში, ქალაქ მილანში დაიბადა. ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა სამხატვრო ხელოვნებით და სწავლა განაგრძო სწორედ ხელოვნებისა და სამხატვრო ისტორიის ფაკულტეტზე. დღეს კი იგი ცნობილია თავისი ულტრა რეალისტური პორტრეტებით, თემით: ბუნება, იმედგაცრუება, სიყვარული, ბავშვობა და სხვა.



იხილეთ ესპანელი მხატვრის არაჩვეულებრივი შემოქმედება:


image


image

image


image

image

image


image

6
78
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
78
  
2013, 1 ნოემბერი, 17:12
ძალიან მაგარია.
2013, 15 ოქტომბერი, 19:59
ალბათ თვეობით, წლობით თუ არა:)
2013, 15 ოქტომბერი, 16:52
ძალიან დიდი დრო ჭირდება..
2013, 15 ოქტომბერი, 13:16
წერტილებით თუ ასეთ ნახატებს ქმნის წარმომიდგენია მთლიანი ხაზებით რას გააკეთებს! :))
2013, 15 ოქტომბერი, 12:48
აბაა, სამწუხაროდ არ ეწერა თითო სურათს რა დროს ანდომებს, არადა ძალიან მაინტერესებს.
2013, 15 ოქტომბერი, 12:46
კაი ნებისყოფის პატრონი ყოფილა
0 1 6