x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ლურსმნებით შესრულებული მხატვრობა.
შექმნა რაიმე შედევრი, თითქოს ერთი წარმოდგენით ადვილია, მაგრამ როდესაც აღმოვჩნდებით საჭირო ხელსაწყოების წინაშე, ვხვდებით რომ მხოლოდ ხელსაწყო არაფერს გვარგებს, თუ არ გვაქვს თანდაყოლილი საჭირო ნიჭი.


რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, როდესაც გააჩნია ჩვეულებრივი ლურსმნები და ჩაქუჩი? ალბათ დააჭედებს თაროებს, დაამაგრებს დაზიანებულ ავეჯს, გააკეთებს საკიდს სურათებისა თუ სხვადასხვა საჭირო ნივთებისთვის, მაგრამ აზრადაც არ მოუვა თავში შექმნას ნახატი, პორტრეტი და ა.შ, ერთი სიტყვით დაკავდეს მხატვრობით.


სწორედ ამ საქმით არის დაკავებული ინგლისელი მოქანდაკე და მხატვარი "Marcus Levin"-ი. თავდაპირველად, ჩვეულებრივი ლურსმნების მეშვეობით ქმნიდა უბრალო ნახატებს, დროდადრო კი დახვეწა და მისცა მას ცოცხალი სახე. 22 მარტს კი ლონდონში "Gallery 27"-ში მოაწყო თავისი ნახატების ჩვენება.


გთავაზობთ Marcus Levin-ის ნაშრომებს. (ბავშვები მოარიდეთ მონიტორებს, რადგან სიშიშვლის ამსახველ სურათებსაც წააწყდებით)




მისი შედევრი სახელწოდებით "დედა-შვილობა", რომლის შექმნაზეც დაეხარჯა 26 600 ლურსმანი და გაყიდვაშია, შეფასებულია 39, 750 $-ად.

image




სურათზე "ტუჩები" დაიხარჯა 3 500 ლურსმანი და შეფასებულია 5 250 $-ად.


image




მუზეუმში, 22 მარტის გამოფენათა ჩვენების დროს გადაღებული ფოტო.

image




მარკუსი მუშაობის პროცესში.

image




"შიშველი ქალი". (მასზე ინფორმაცია უცნობია).

image



15 100 ლურსმანი დაიხარჯა ამ სურათისთვის.

image



ერთ-ერთი სურათის ძალიან ახლო ხედი, თუ როგორ გამოიყურება...

image




ესეც თავად მარკუსი მუშაობის პროცესში და იუწყება, რომ მამაკაცების სხეულის შექმნა უფრო ეადვილება.

image

image


image

5
47
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
47
  
2016, 7 ივნისი, 15:10
ეს იყიდება 5000 დოლარად და მარკ როთკოს ნახატები მილიონებად? გასაოცარია. საინტერესოა.
2013, 5 ოქტომბერი, 21:01
მშვენიერია
2013, 5 ოქტომბერი, 20:56
ალბათ კი არა, ასეა:)
2013, 5 ოქტომბერი, 20:55
ვინ იცის, შეიძლება, ალბათ ხელოვნება რომ მიყვარს და საერთოდ მხატვრობას რაც შეეხება ალბათ ესეც გვაკავშირებს :))
2013, 5 ოქტომბერი, 20:52
საინტერესოა... მე და შენ მგონი ერთ საიტს ვსტუმრობთ:)
0 1 5