მხატვრობა 5 ნახატი, რომელმაც დაღუპა თავისი მხატვარი 2018, 17 იანვარი, 12:00 არსებობს უამრავი ჭორი, რომლებიც ამა თუ იმ მხატვრის ცხოვრებას, ავადმყოფობას და სიკვდილს ავრცელებენ და ასეთი, ცრუ სახით გადაეცემა თაობებიდან–თაობებს. გარკვეული რელიგიები კი საერთოდ კრძალავენ პორტრეტების ხატვას. ხოლო, რაც ცნობილია ნახატი, მით უფრო უცნაურია მისი ისტორია. ხდება ისეც, რომ ვიღაცის არასწორი პროგნოზი ზიანს გვაყენებს, ამის მაგალითად კი გთავაზობთ 5 ფოტოს, რომელთა საინტერესო ისტორიაში შეიტყობთ, თუ როგორ დაღუპეს მხატვრები მათმა ნახატებმა. 1. "ქალი ლურჯებში". ავადმყოფობა. ელიზაბეტ მარტინოვა ფერწერის მოდელი გახდა, რომელიც მხატვარმა კონსტანტინ სომოვიმ შეასრულა. აი, რას წერს პორტრეტის შესახებ ელიზაბეტის მეგობარი: "რა უქნა მხატვარმა ამ ტრიუმფალურ სახეს, სიცოცხლითა და სინათლის სხივით სავსე თვალებს! მათში ღრმა, ფარული ტკივილი და მწუხარება, სიმწარე და უკმაყოფილებაა. როგორ შეეძლო მას ამ სილამაზისა და სინაზის ასე მტკივნეულად გამოხატვა". გარკვეული დროის შემდეგ მხატვარმა ფილიპ მალიავინმა დახატა პორტრეტი " ავადმყოფი", რომელზეც ახალგაზრდა ავადმყოფი გოგოა ასახული. ეს გოგო კი ელიზაბეტ მარტინოვაა. ელიზაბეტი თავადაც მხატვარი იყო და ჰქონდა უდიდესი სამომავლო გეგმები, რომლებიც ვერ განახორციელა, რადგან 30 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ერთ–ერთი ვერსიით მას მხატვარი კონსტანტინ სომოვის თვალი ეცა და პოტრეტზე ასახული პროგნოზიც გამართლდა, რამაც მის სამხატვრო კარიერას ჩრდილი მიაყენა. 2. "ჯოკონდა". ენერგო ვამპირი. ისტორიული ცნობებიდან ვიცით სტანდარტული სიმართლე ამ პორტრეტის შესახებ, რომ მასზე მდიდარი კაცის, ფერნანდო ჯოკონდას ცოლია გამოსახული. პორტრეტი კი მოიცავს სიკვდილის ჯაჭვს: თავად მოდელი (მონა ლიზა) 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, მალევე გარდაიცვალნენ მისი ქმარი და საყვარელი, რამდენიმე წელში კი თავად ლეონარდო დავინჩი. დავინჩმა პორტრეტზე 4 წელი იმუშავა და ამბობენ, რომ ქალმა მას მთელი ენერგია წაართვა. შეგახსენებთ, რომ პორტრეტის ორიგინალი ვერსია ინახება ლუვრის მუზეუმში. მუზეუმის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ბევრ დამთვალიერებელს მისი პორტრეტი უღვივებს რისხვას, შლის ჭკუიდან. გარკვეული პაუზის დროს, ნახატი ფერმკრთალი ხდება, ხუნდება, ხოლო როგორც კი ხალხი შედის, თითქოს ფერები უბრუნდება ძველ სიცოცხლეს. 3. "დანაია". ცხოვრების შემწოვი. ფერწერა ასახავს უძველესი ბერძენი მეფე აკრისას ქალიშვილს. ქალი იყო რემბრანდტის მეუღლე, რომლისთვისაც ის ბევრჯერ პოზიორობდა. რემბრანდტთან ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ გარდაიცვალა, მათი სამი შვილი მცირეწლოვანი მოკვდა, ხოლო ერთმა ვაჟმა მხოლოდ 27 წელს მიაღწია და ისიც გარდაიცვალა. რემბრანდტის მეორე ცოლიც მალევე გარდაიცვალა და ისიც ხშირად პოზირებდა ქმრისთვის. 4. "მარია ლოპუხინის პორტრეტი". ქალწულის წყევლა. ხშირად ვტკბებით უძველესი პორტრეტებით და მათზე გამოსახული ქალბატონების სილამაზით, თუმცა ამ დროს წარმოდგენაც არ გვაქვს იყვნენ თუ არა ისინი ბედნიერები. ამ პორტრეტზე გამოსახული მარია ლოპუხინა 21 წლის ასაკში, დახატვიდან 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა. მალევე გარდაიცვალა მისი მეუღლე სტეფანიც, რომელმაც მხატვარს ვლადიმერ ბოროვიკოვსკის შეუკვეთა ცოლის ეს პორტრეტი. მარიას ჯერ შვილებიც კი არ ყავდა გაჩენილი, ფილტვები გადაეწვა და მოკვდა. თავად პორტრეტს უკავშირებენ მისტიურ ისტორიებს, ყველა გასათხოვარი, ვინც პორტრეტს შეხედა, მოკვდა. დადიოდა ჭორები, რომ პორტრეტმა ათასობით გოგო მოკლა, თუმცა ისტორიები შეწყდა მას შემდეგ, რაც პორტრეტი ტრეტიაკოვის გალერეაში წაიღეს, თითქოს მან იქ თავისი ადგილი ჰპოვა. 5. "ივან გროზნი კლავს ვაჟს". შეწუხებული სული. ნახატი იწერებოდა 3 წლის განმავლობაში და დასრულდა ივანე გროზნის სიკვდილის 300 წლის იუბილეზე. აუდიტორიამ გონება დაკარგა, ხოლო ვსევოლოდ გარშინი, რომელიც პოზირებდა ნახატისთვის, კიბიდან დაგორდა. რამდენიმე ვერსიის თანახმად, მხატვარმა გააბრაზა მეფის სული, რადგან იმ პერიოდში, სხვა ნახატების შემთხვევაშიც, რომლებსაც მხატვარი შეკვეთით ხატავდა, რეპინის ახლობლებმაც უბედურება განიცადეს. სხვათა შორის, ნახატის სიუჟეტი ავტორის გამოგონილია და სინამდვილეში ივან გროზნის არ მოუკლავს ვაჟი. ექპერტიზის დასკვნით უფლისწული მოიწამლა იმ ნივთიერებით, რომელსაც იმ დროს მედიკამენტებსა და კოსმეტიკაში ურევდნენ. იხილეთ აგრეთვე: ● 5 ცნობილი სურათი, რომელთა შესახებ სიმართლე დღემდე არავინ იცოდა ● "საიდუმლო სერობის" აქამდე უცნობ საიდუმლოს ფარდა აეხადა ● წარმოუდგენელი ხატები, რომელთა ნახვა შეგირყევთ ფსიქიკას ● როგორ იცვლებოდა მხატვრობა რენესანსიდან ჩვენს დრომდე- საუკეთესო კრებული ● ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ ● პორტრეტებიდან ცნობილი ქალები, რომელთა ბედის შესახებ აქამდე არ იცოდით ● ყველა დროის, ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული პორტრეტები 4413 18-ს მოსწონს
|