საზოგადოება ქორწილი,რომელიც 2 დოლარი დაჯდა 2013, 30 სექტემბერი, 15:20 შოტლანდიურმა წყვილმა მთელი ქონება დაზოგეს, იმით, რომ მათ ქორწილი სულ რაღაც 2 დოლარი დაუჯდათ.36 წლის ჯორჯინი პორტუესს და 39 წლის სიდე ინესს ამით სურდათ დაემტკიცებინათ, რომ არაა აუციებელი უამრავი ფულის დახარჯვა უაზროდ, ხოლო დაზოგილ ფულს სხვა უფრო საჭირო საქმისთვის გამოიყენებენ.წყვილმა სტუმრებს სთხოვეს, რომ საჭმელი და სასმელი თვითონ მოეტანათ, პატარძლის დედამ საკლესიო ცერემონიალს გაუკეთა ორგანიზება, დეიდამ საზეიმო ტორტი გამოაცხო, მანვე შეითავს ფოტოგრაფობაც.სიძეს მეგობარმა ირმის რქებისგან საქორწილო ბეჭდები დაამზადა.ყვავილები ამავე მეგობარმა საკუთარი ბაღიდან დაკრიფა.რაც შეეხება მუსიკას, პატარძლის მამა ჰარი წარსულში ჯაზ-მუსიკოსი იყო და ახალგაზრდობასაც შესანიშნავი პროგრამა მოუმზადა.გაინტერესებთ რაში დაიხარჯა ის 2 დოლარი?საპარტაძლო კაბაში, რომელიც ჯორჯინომ ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე იპოვა, სადაც ძველ გამოუსადეგარ საგნებს ჰყიდიან.თუმცა შოტლანდიის კანონების მიხედვით ახალდაქორწინებულებმა მაინც გადაიხადეს სახელმწიფო ბიუჯეტში 112$.წყვილი თაფლობის თვეს გერმანიაში გაატარებს. 175 3-ს მოსწონს
|