პარიზი-სიყვარულის და რომანტიზმის ქალაქი, ბრწყინვალე არქიტექტურა, მსოფლიოს ყველა ქალაქთა მეფე.ქვემოთ წარმოდგენილი პარიზის სურათები გადაღებულია 1900-იანი წლების დასაწყისში და ახლა, ზუსტად იგივე ქუჩები და ადგილები.
1-წმინდა ავგუსტინეს ეკლესია მაშინ და ახლა.ამჟამად ამ ადგილას აღარაა ტრამვაის ხაზი და ხელმარცხნივ დამატებულია თანამედროვე შენობა.
2-სენის ხიდის ხედი, ფაქტიურად თითქმის არაფერი შეცვლილა. 3-სასტუმრო "დევილი", 100 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. 4-ვარდომის მოედანი, მარტო ის შეიცვალა, რომ ამჟამად ქვაფენილის მაგივრად ასფალტი აგია. 5-ოპერის თეატრი, განსხვავება ისაა, რომ მაშინ ამ ადგილას ხალხმრავლობა იყო, დღეს გუმბათიც აღარა აქვს თეატრს.
6-ხედი პონ-ნეფის ხიდიდან.აქ უკვე ბევრი რამაა შეცვლილი, სიღრმეში მოჩანს დღეს უკვე საკულტო ნაგებობა La Samaritaine-ყოფილი უნივერმაღი, რომელიც 1933 წელს აიგო. 7-წიგნის მოვაჭრენი მდინარე სენის სანაპიროზე.
ტრადიცია ახლაც დარჩა. 8-ყვავილებით მოვაჭრენი სენის მარჯვენა სანაპიროზე.ყვავილების ყიდვა ამ ადგილას დღესაც შეიძლება. 9-სენ- მიშელი.აქ ბევრი რამ შეიცვალა, მაშინდელ შენობათა უმეტესობა აღარ არსებობს, მაშინდელი სავაჭრო სახლები სამთავრობო სახლით შეიცვალა. 10-ეს ადგილიც ბევრი არაფრით შეცვლილა, 100 წლის წინ ბანკი "Bourse" იყო ამ შენობაში განთავსებული, ამჟამად მუზეუმია. 11-რივოლის ქუჩა, ფაქტიურად არაფერია შეცვლილი. 12-მედლენის ტაძარი მე-18 ოლქში.არაფერია შეცვლილი, გეჩვენება, რომ ბოლოში მდგარი ხეებიც კი იგივეა. 13-მშვიდობის ქუჩა-აქაც არაფერია შეცვლილი, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ეტლებით, ახლა კი მანქანებითაა გადაჭედილი.