x
image
worldsport.ge
დებორა პირლო თავბედს იწყევლის

imageცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, უბერებელი ანდრეა პირლოს მეუღლე, დებორა (ანგელა) პირლო, იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში დაუფარავად ამბობს, რომ ფეხბურთელის ცოლობა სრული კოშმარია და ყველა იტყუება, ვინც საზოგადოებას თავს ასეთ ამპლუაში უბედნიერესად აჩვენებს.
პირლოს მეუღლის თქმით, ფეხბურთელები საზოგადოებისგან განუწყვეტელი სტრესის ქვეშ ცხოვრობენ და ფეხბურთელების ცოლები თუკი კარგი ფსიქოლოგები არ არიან, შეუძლებელია შეეწყონ ისეთ მამაკაცებს, რომლებიც ოჯახისათვის დროს უბრალოდ ვერასოდეს ნახულობენ.
“რომ არა ჩემი და ანდრეას დიდი სიყვარული, მას ალბათ აქამდე არაერთხელ დავშორდებოდი. სხვა ქალების მსგავსად, მე არ მეშინია მისი ღალატის, რადგან ამისათვის დროც კი აღარ რჩება. ფეხბურთელის ცოლობა ურთულესია“ – ამბობს ქალბატონი დებორა.


www.worldsport.ge

1
334
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
334
  
2013, 3 ოქტომბერი, 17:25
მერე რას მიყვებოდი :D
0 1 1