x
image
თამარი555
ფოტოები რომლებსაც ახსნა არა აქვს

image


ქვემოთ მოყვანილი ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას. მრავალ მათგანზე მოჩვენების მსგავსი გამოსახულებებია დაფიქსირებული, რომელიც არც ფოტოს ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს და არც რაიმე ლოგიკური ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს. განსაჯეთ თქვენ თვითონ.


image


ეს ფოტო გადაღებულია მეგობრების წრეში, რომლებიც ბუნების წიაღში იმყოფებიან. ფოტოს გადაღების დროს ერთ-ერთი ადამიანის ზურგსუკან მოჩანს პატარა ბიჭის სახე რომელიც იქ არ ყოფილა.



image


ეს ფოტო კი 2008 წელს არის გადაღებული ნორმანდიაში, ძველ სასაფლაოზე. ეს არის მარმარილოს მემორიალური დაფა, სადაც ამერიკელი დესანტების და ფრანგი მოქალაქეების სიაა ჩამოწერილი, რომლებიც 1944 წელს დაიღუპნენ. დაფის ფონზე კი შავ-თეთრი ფერის ჯარისკაცის სილუეტი მოსჩანს. ეს იმ დროს როდესაც იქ ფოტოგრაფის გარდა არავინ არ იყო.


image


ამ ფოტოზე მამაკაცის ნახევარი სახის გამოსახულებაა. იგი ანარეკლი არ შეიძლება რომ იყოს, რადგან შუშა გატეხილია.


image


მამაკაცის ფოტო რომლის უკან მოჩვენებაა დიდ ბრიტანეთშია გადაღებული, ოკოფორდის ერთ-ერთ კერძო ბინაში.



image


ერთ-ერთი ფანჯრის უკან უცნობი ბავშვის სახეა, რომელიც იქ არ ყოფილა. ეს ფოტო 2007 წელს ოჰაიოში არის გადაღებული.



image


მამაკაცი ერთ-ერთ ტბაზე თევზაობდა, როდესაც მისმა მეუღლემ ეს ფოტო გადაუღო. მათ გარდა იქ არავინ არ იყო და არც დასახლება არსებობდა ახლომახლო. სურათის ფონზე გარკვევით ჩანს პატარა გოგონას ფიგურა.



image


მამაკაცის ეს ფოტო 2010 წელსაა გადაღებული. ფოტოს უკან გარკვევით ჩანს მწითური ადამიანის სახე.



image


ამ ფოტოზე სასტუმროა აღბეჭდილი. ერთ-ერთი ფანჯრიდან ნახევრად გამჭვირვალე პატარა ბიჭის ფიგურა მოსჩანს. ფოტოგრაფი დაინტერესდა ამ ფაქტით, მივიდა სასტუმროში და აღმოჩნდა რომ ამ ოთახში იმ დღეს მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო დაფიქსირებული, რომელიც კონფერენციაზე ჩამობრძანდა.



imageimage

image

imageimageimage


2
854
10-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
854
  
2013, 30 ოქტომბერი, 16:56
:DD
2013, 30 ოქტომბერი, 15:50
კაია მოჩვენება რომ ხარ.გაფარფატდები სადაც გინდა.DDDD
0 1 2