1-თუ ადამიანი თქვენთან სტუმრად მოდის და არ იცის სად ცხოვრობთ, მისამართთან ერთად თქვენი სახლის სურათიც გაუგზავნეთ, მას თქვენი სახლის პოვნა უფრო გაუადვილდება(თანამედროვე კომუნიკაციები ამის საშუალებას უკვე სრულიად მარტივად იძლევა.)
2-დახაზული მინა ადვილად გაიწმინდება თუ კბილის პასტას გამოიყენებთ.
3-თმიდან საღეჭი რეზინის მოშორება ვაზელინის ან არაქისის ზეთის მეშვეობით შეიძლება.
4-თუ გინდათ რომ სასანთლეს ცვილი თავისუფლად მოშორდეს, შედგით საყინულეში 20 წუთი, შემდეგ გამოიღეთ და სასანთლეს ცვილი უპლობლემოდ მოშორდება.
5-ძაფის გაყრა ნემსში გაგიადვილდებათ, თუ ძაფის წვერს თმის ლაქს წასცხებთ.
6-ფანჯრის მინა შიგნიდან ვერტიკალურად გაწმინდეთ, ხოლო გარედან ჰორიზონტალურად, გაწმენდის შემდეგ ადვილად გაიგებთ სად გამოგრჩათ გასაწმენდი, გარედან თუ შიგნიდან.
7-ტყავის ფეხსაცმელის ზედაპირიდან მარილები ადვილად მოშორდება ერთი სუფრის კოვზი ძმრის და წყლის მეშვეობით.
8-სააბაზანოში სარკე რომ არ დაიორთქლოს, წაუსვით მას საპარსი გელი, შემდეგ ნაჭრით გაწმინდეთ.
9-ხშირია ოჯახებში მაცივარზე და სხვა საგნებზე მიკრული ე.წ. "ნაკლეიკები", იგი ადვილად მოშორდება თუ ცოტა ხნით ფენს მიუშვერთ და იმ ადგილს გავაცხელებთ.
10-ხშირია შემთხვევა, როცა ელვა-შესაკრავი გამართულად არ იკვრება-იხსნება და იჭედება.კბილანებზე სიგრძეზე გადაუსვით ჩვეულებრივი ფანქარი და იგი უპრობლემოდ იმუშავებს.
11-ლიმონიდან ან ფორთოხლიდან თუ გინდათ უფრო მეტი წვენი გამოწუროთ, გამოყენების წინ რამდენჯერმე მაგიდაზე გააგორ-გამოაგორეთ.
12-თუ გინდათ კვერცხის გული და ცილა უპრობლემოდ დააშოროთ, ამისთვის მარტივი, სწრაფი ხერხი არსებობს: თეფშზე გატეხეთ კვერცხი, შემდეგ ცარიელი პლასტიკის ბოთლი დააჭირეთ კვერცხის გულს, გული ბოთლში ადვილად შეიწოვება, ცილა გარეთ დარჩება.