საზოგადოება რამდენიმე სასარგებლო რჩევა 2013, 25 სექტემბერი, 21:04 1-თუ ადამიანი თქვენთან სტუმრად მოდის და არ იცის სად ცხოვრობთ, მისამართთან ერთად თქვენი სახლის სურათიც გაუგზავნეთ, მას თქვენი სახლის პოვნა უფრო გაუადვილდება(თანამედროვე კომუნიკაციები ამის საშუალებას უკვე სრულიად მარტივად იძლევა.) 2-დახაზული მინა ადვილად გაიწმინდება თუ კბილის პასტას გამოიყენებთ. 3-თმიდან საღეჭი რეზინის მოშორება ვაზელინის ან არაქისის ზეთის მეშვეობით შეიძლება. 4-თუ გინდათ რომ სასანთლეს ცვილი თავისუფლად მოშორდეს, შედგით საყინულეში 20 წუთი, შემდეგ გამოიღეთ და სასანთლეს ცვილი უპლობლემოდ მოშორდება. 5-ძაფის გაყრა ნემსში გაგიადვილდებათ, თუ ძაფის წვერს თმის ლაქს წასცხებთ. 6-ფანჯრის მინა შიგნიდან ვერტიკალურად გაწმინდეთ, ხოლო გარედან ჰორიზონტალურად, გაწმენდის შემდეგ ადვილად გაიგებთ სად გამოგრჩათ გასაწმენდი, გარედან თუ შიგნიდან. 7-ტყავის ფეხსაცმელის ზედაპირიდან მარილები ადვილად მოშორდება ერთი სუფრის კოვზი ძმრის და წყლის მეშვეობით. 305 4-ს მოსწონს
|