x
image
worldsport.ge
ედინსონ კავანის, წინ 12 მილიონიანი განქორწინება ელის

imageნამდვილი ქალთა გულთამპყრობელი ყოფილა პსჟ-ს თავდამსხმელი ედინსონ კავანი. ედინსონი ჯერ ცოლს, მარია სოლედადს დაშორდა, მერე კი რომანი გააბა იტალიელ მარია როზარია ვენტრონესთან. მალე ისიც მობეზრდა და ამჟამად ურუგვაელ მიქაელა ორსის ხვდება.
ერთ-ერთი იტალიური გამოცემა იუწყება, რომ წყვილი პარიზში ერთად შენიშნეს. გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ ედინსონს გადაწყვეტილი აქვს, რომ მიქაელა მის ცხოვრებაში ”ბოლო გაჩერება“ იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიქაელა ედინსონზე 8 წლით უმცროსი და ”მის ურუგვაი-2013”-ის გამარჯვებულია.imageცოტა ძნელი წარმოსადგენია ქალების მუსუსი ედინსონისგან ასეთი ერთგულება, მაგრამ, სანამ ”მის ურუგვაის“ ბედს საბოლოოდ დაუკავშირებდეს, მას ცოლთან და ორ შვილთან განქორწინება და 12 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა ელის წინ.


www.worldsport.ge

1
394
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
394
  
2013, 24 სექტემბერი, 23:03
არადა რა აქვს მოსაწონი გეხვეწებით :) ფული ჯოჯოხეთს ანათებს :D
0 1 1