პარამეცნიერებები ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები 2013, 24 სექტემბერი, 10:56 ჩარლზ დარვინის ეპოქიდან მეცნიერებამ მეტნაკლებად მიაღწია იმას რომ ჩაწერილიყო ლიგიკურ ჩარჩოებში და აეხსნა დედამიწაზე მიმდინარე ევოლუციური პროცესები. ბიოლოგები, არქელოგები და ბევრი სხვა ..ოლოგები შეჯერდნენ ერთ აზრზე რომ უკვე 400-250 ათასი წლის წინ დედამიწაზე აღმოცენდა დღევანდელი სოციუმის საწყისი. მაგრამ არქეოლოგია მოულოდნელობით სავსე და არა წინასწარ პროგნოზირებადი მეცნიერებაა. იგი ახდენს ახალ აღმოჩენებს, რომელიც არანაირად არ ჯდება მეცნიერების აკურატულად დალაგებულ ზოგადად მიღებულ მოდელებში.
1. კლერკსდორპის სფეროები. მიახლოებითი გამოანგარიშებით, ეს გამოუცნობი არტეფაქტი 3 მილიარდი წლისაა. დისკის ფორმის, გოფრირებული ბურთები არსებობს ორი სახის: ერთი ლურჯი ფერის რკინის მონოლითური, თეთრი მყარი მასალისაგან შედგება. მეორე კი მთლიანად თეთრი მასალისაა. მათი ზუსტი რაოდენობა არ არის დადგენილი, რადგან მაღაროელები დღემდე პოულობენ მათ ნიადაგში, რომელიც ქალაქ კლერკსდორპში მდებარეობს (იუარი, აფრიკა). 2. რკინის ფინჯანი ნახშირში. ფინჯანი ინახებოდა სამხრეთ მისურის კერძო მუზეუმში (აშშ). ამ ფინჯანის შესახებ ასეთი სახის ჩანაწერი არსებობს, რომელიც ფრენკ კენვუდის მიერაა დაწერილი: “1912 წელს როდესაც მე ვმუშაობდი ქალაქ ტომასის ელექტროსადგურის მუნიციპალიტეტში (შტატი ოკლახომა) მე შემხვდა ნახშირის ძალიან დიდი ნატეხი და მომიხდა მისი ჩაქუჩით დამტვრევა. ნატეხიდან ეს რკინის ფინჯანი გადმოვარდა, რომელმაც თავისი ანაბეჭდი დატოვა ნახშირის შიდა მხარეს. თვითმხილველი ჩემთან ერთად ჩემი თანამშრომელი ჯიმ სტოლი იყო." სწავლულების აზრით, ნახშირი ოკლახომას შტატში 312 მილიონ წელს ითვლის. 3. 110 მილიონი წლის ხელის ანაბეჭდი. ეს გაქვავებული ხელის ანაბეჭდი კანადის არქტიკულ ნაწილშია ნაპოვნი. შტატ იუტაში ნაპოვნია აგრეთვე ფეხის ანაბეჭდიც, რომელიც სანდალით არის შემოსილი. მისი ასაკი 300-600 მილიონი წელია! 182 6-ს მოსწონს
|