x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
კალმით შესრულებული ცნობილთა პორტრეტები.
წარმოუდგენლად უნიჭიერესი, ბრიტანელი მხატვარი "Gareth Edwards"-ი ქმნის ჩვეულებრივი საწერი კალმით უნიკალურ პორტრეტებს ცნობილი სახეებისა, როგორებიც არიან: ოდრი ჰეპბერნი, უოლტ დისნეი, ნატალი პორტმანი, ჰამფრი ბოგარტა და ქენდი ტოქსტონი.


"ჩვეულებრივი საწერი კალმით მუშაობის წყარო ჩემი სიზარმაცე გახდა, ვინაიდან პორტრეტის დასრულების შემდეგ მომიწევდა ხელსაწყოების ალაგება, ხატვის დროს კი წარა-მარა ფანქრის გათლა, რაც ჩემს ნებისყოფაში არ იჯდა; ასე, რომ მოვიმარჯვე კალამი და შევუდექი ჩემს საქმეს თავაუღებლად, თუმცა იმას ვერ ვიტყვი, რომ ხატვაში ვათევდი, ვინაიდან თითო პორტრეტი 2-დან 3-მ კვირამდე დროს მოითხოვდა სიდიდიდან გამომდინარე. კალმით ხატვა სკოლიდანვე მიყვარდა და თანამეგობრების ხშირ გაოცებას იწვევდა ჩემი ყოველივე ნახატი, რადგან ისინი ისე რეალურად გამოიყურებოდა, თითქოს ცოცხალია, თუმცა ჩემთვის ჩემი ყოველი ნამუშევარი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შავ–თეთრი პორტრეტი"- ამბობს "Gareth Edwards"-ი.



იხილეთ მისი შესრულებული ცნობილთა პორტრეტები:


image


image

image

image



image


image

6
80
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
80
  
2013, 29 სექტემბერი, 13:28
:D:D:D ვენაცალე პატარა კაცუნას, კაცის საქმეც ეგ არის, აბა რაა :* მართალია მხატვარი და ხელოვანი მეტი კაცი გვყავდა წარსულში, მაგრამ ეხლა ისეთი დრო მოვიდა ამით თავს ვეღარავინ ირჩენს, ისევ ხელობას სჯობს დაეუფლოს :)
2013, 29 სექტემბერი, 13:21
გენაცვალე ქეუსია:),ჩემი შვილი მგონი მე მემგვანება ჯერ პასტა და ფურცელი ან ფანქარი არ აუღია ხელში სამაგიეროდ მამიკოსავით სულ ტექნიკის ნაწილები და ელექტროობის საზომები უჭირავს ხელში,სანამ დაიბადებოდა ვიცინობით რომ გაჩნდება პირველად იკითავს პლიუსი და მინუსი რომელიაო:))))))
2013, 29 სექტემბერი, 13:19
:)) არაუშავს, ყველას ყველაფრის ნიჭი არ ეძლევა, სხვა რაღაცეებში ხარ შეუდარებელი :*:* მეც მიყვარს ხატვა, მეუღლესაც და პატარა დაგვემსგავსა მგონი, აქედანვე სულ პასტა-ფურცელი უჭირავს, ავეჯზე გადავიდა უკვე :D
2013, 29 სექტემბერი, 13:17
ნიჭიერებაა მთავარი თორე მე ისეთი უნიჭო ვარ ხათვაში მთელი სამმხატრო აღჭურვილობა რომ მომწენ ვარდსაც ვერ დავხატავ
2013, 23 სექტემბერი, 22:07
მშვენიერია.
2013, 23 სექტემბერი, 21:21
ძალიან საინტერესოა:)))))
0 1 6