x
image
თამარი555
ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები
მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოჩენილი იქნა მრავალი მიწიდან ამოთხრილი ნივთი, რომელიც კლასიფიკაციას არ ექვემდებარება და ისინი შორს გადიან საყოველთაოდ მიღებული ქრონოლოგიური ჩარჩოების თეორიიდან– ადამიანის არსებობის შესახებ პლანეტაზე. კაცობრიობა, როგორც ჩანს თავისი არსებობის რამოდენიმე მილიონს ითვლის.



1. იკას ქვები.


image


1930-იან წლებში მედიცინის დოქტორმა ჰავიერ კაბრერამ, ადგილობრივი ფერმერისაგან უჩვეულო ქვები მიიღო საჩუქრად. დოქტორი ისე გაიტაცა ამ ქვებმა რომ მან თითქმის 1100 ასეთი ნიმუში შეაგროვა. ამ ქვებზე გამოკვეთილია გრავიურები, რომლებიც გამოსახავენ დინოზავრებს, სტეგოზავრებს და ფტეროზავრებს.


ქვების ასაკი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.



2. ორი გამოუცნობი ცილინდრი.



image


1993 წელს ფილიპ რიფი აღმოჩნდა ერთი გასაოცარი აღმოჩენის მფლობელი. გვირაბის მშენებლობის დროს შტატ კალიფორნიის მთებში ორი უცნაური ცილინდრი აღმოაჩინეს. ისინი ნახევრად პლატინას შეიცავენ, ნახევრად კი უცნობ მეტალს. თუ მაგალითად ცილინდრებს 50 გრადუს ტემპერატურაზე გავაცხელებთ, ისინი ამ ტემპერატურას რამოდენიმე საათის მანძილზე ინარჩუნებენ, დამოუკიდებლად გარემო ტემპერატურისა. შემდეგ კი უცბად ცივდებიან ატმოსფეროს ჰაერის ტემპერატურაზე. თუ მასში ელექტროობას გავატარებთ ისინი ფერს იცვლიან, ვერცხლისფერიდან შავ ფერზე გადადიან, ხოლო შემდეგ კი ისევ იბრუნებენ საკუთარ ფერს. ეჭვს გარეშეა რომ ცილინდრები სხვა საიდუმლოსაც ფლობენ, რომლის გახსნაც ალბათ შემდეგში მოხდება. რადიოკარბონალურმა ანალიზმა აჩვენა რომ ამ არტეფაქტების ასაკი დაახლოებით 25 მილიონი წელია.




3. კოსოს არტეფაქტი.


image


1961 წელის ზამთარში, მინერალების მოპოვების დროს კალიფორნიის მთებში ვოლეს ლეინმა, ვირჟინია მაკსმა და მაიკ მაიკსელმა იპოვეს ქვა, რომლის შიგნით მათ თეთრი ფაიფურის ობიექტი ნახეს, მის ცენტრში კი მეტალი აღმოჩნდა. ამ აღმოჩენას დიდი კამათი მოჰყვა მკვლევარებს შორის. ისინი ვერ თანხმდებიან მის დანიშნულებაზე. მისი ასაკი დაახლოებით 500 ათასი წელია.


0
191
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0