შოუბიზნესი ია ფარულავას პროექტ "ნიჭიერის" სცენიდან მისმა რჩეულმა ხელი სთხოვა! წყვილმა ნიკოლოზის ტაძარში ჯვარი დაიწერა. 2013, 23 სექტემბერი, 8:59 ია ფარულავა გათხოვდა! მისი რჩეული და ახლა უკვე მეუღლე ტარიელ სუარია. იგი მუსიკოსია და ფრანკფურტში მოღვაწეობს. იგი წარმატებული მუსიკოსია. როგორც იცით ია ფარულავა ტელეპროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრია. ტარიელ სუარმა იას, პირდაპირ პროექტის სცენაზე, ხელი სთხოვა და იაც დათანხმდა. ამის შემდეგ კი, როგორც ია ფარულავას ფეისბუქის გვერდიდან გახდა ცნობილი ბედნიერმა წყვილმა ურთიერთობა ჯვრისწერით დააგვირგვინა: "ღამის 10 საათზე ჯვარი დავიწერეთ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მე და ტარიელმა. დიდი მადლობა ყველას... მიყვარხართ..." ბედნიერება ვუსურვოთ იას! გთავაზობთ ბედნიერი წყვილის ფოტოებს 3986 7-ს მოსწონს 1-ს არა
|