x
image
თამარი555
ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები
საუკეთესო ისტორიკოსების, გენიალური კრიპტოგრაფების და უმეტესად კი თავგამოდებული განძეულის მაძიებელთა დიდი ძალისხმევის მიუხედავად ისტორია სავსეა საიდუმლოებებით, რომლებიც განაგრძობენ ჩვენს გაოცებას.


1. ფესტოს დისკი.




image


ფესტოს დისკი აღმოჩენილია იტალიელი არქეოლოგის, ლუიჯი პერნიეს მიერ 1908 წელს, მინიონის სასახლის ნანგრევებში, ქალაქ ფესტოში.(კრეტა) დისკი გამომწვარი თიხით არის გაკეთებული და შეიცავს საიდუმლო სიმბოლოებს, რომელიც შესაძლოა თავისთავად წარმოადგენს უცნობი ფორმის იეროგლიფებს. ითვლება, რომ იგი შექმნილია დაახლოებით ჩვ.წ. აღ-მდე მეორე ათასწლეულში.


ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს რომ იეროგლიფები გვაგონებენ სიმბოლოებს “წრფივი A"–ს და “წრფივი B"–ს, რომლებიც ოდესაღაც ძველ კრეტაზე გამოიყენებოდა. მაგრამ დღეს იგი არ ექვემდებარება გაშიფრას.

დისკი ერთ-ერთი ცნობილი გამოცანაა დღევანდელი არქეოლოგიისათვის.



2. ტამამ შუდის საქმე.


image


ტამამ შუდის საქმე, ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანად ითვლება ავსტრალიაში და ტრიალებს დაუდგენელი პიროვნების გარშემო, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს 1948 წლის დეკემბერში–ადელაიდაში. იმ ფაქტის გამოც რომ ადამიანი ვერ ამოიცნეს, საქმე უფრო გამოუცნობი გახდა. მის შარვლის ჯიბეში იპოვეს ქარალდის ნაგლეჯი სადაც ეწერა: “ტამამ შუდი". ეს სიტყვა ითარგმნება როგორც “ დასასრული" და გამოიყენება ომარ ხაიამის კრებულის “რუბაიატის" ბოლო გვერდებზე და შეიცავს უცნაურ შიფრს, რომელიც სავარაუდოდ თვითონ მიცვალებულმა დატოვა.

ომარ ხაიამის პოემის შინაარსის მიხედვით ბევრი თვლის რომ ეს სიკვდილის წინა გარკვეული სახის გზავნილია, მაგრამ ის დღემდე გამოცანად რჩება.



3. რონგორონგო.


image


რონგორონგო–გამოუცნობი ნიშნების და სიმბოლოების სისტემაა, რომელიც გამოსახულია სხვადასხვა არტეფაქტებზე, რომელიც კუნძულ პასხაზეა აღმოჩენილი (ჩილე). ბევრი მკვლევარი ვარაუდობს რომ იგი წარმოადგენს დაკარგულ სისტემას წერილების და შეიძლება წარმოადგენდეს ერთ-ერთს სამი ან ოთხი დამოუკიდებლად გამოგონილ წერილების სისტემას შორის, კაცობრიობის ისტორიაში.

მისი სიმბოლოები დღემდე გაუშიფრავია. მათი ნამდვილი მნიშვნელობა კი როგორც ზოგიერთი მეცნიერი თვლის შეიცავს კუნძულ პასხაზე აგებული ქანდაკებებისა და დაკარგული ცივილიზაციის ბედის მინიშნებებს.


image

2
249
7-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
249
  
2013, 21 სექტემბერი, 19:45
კარგით. მალე დავდებ სხვებსაც.:)) გმადლობთ.
2013, 21 სექტემბერი, 19:30
კიდევ ველოდები სულმოუთქმელად ჩავიკიXტე
0 1 2