x
image
თამარი555
ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები
აღმოჩენები რომელიც გაკეთებულია ჩვენს პლანეტაზე, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს, რომელთა ამოხსნაც ძალიან რთულია და გარკვეულად ცვლის ბევრ ზოგად წარმოდგენებს მსოფლიო ისტორიის შესახებ.



1. რკინის ჩაქუჩი.


image


ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჩაქუჩი, მისი რკინის ნაწილი დაახლოებით 15 სანტიმეტრი, ხოლო დიამეტრი კი 3 სანტიმეტრია.


იგი აღმოჩენილია 1934 წელს ემე ხანის მიერ, ტეხასის შტატში. ექსპერტებმა მისი ნახვის შემდეგ მას “მისტიფიკაცია" უწოდეს. შემდგომმა გამოკვლევებმა სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებში და მათ შორის აშშ-ს ბატელევსკის ლაბორატორიაში აჩვენეს, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა.

პირველ რიგში ჩაქუჩის ხის სახელური გარედან გაქვავებულია, შიგნით კი ნახშირად არის გადაქცეული. ოჰაიოს შტატის მეტალურგიულ ინსტიტუტში გამოიკვლიეს ჩაქუჩის ქიმიური შემადგენლობა: ეს იყო 96, 6% რკინა, 2, 6% ქლორი და 0, 74% გოგირდი.

ჩაქუჩის ასაკი კი 140 მილიონი წლით თარიღდება.



2. რკინის ვაზა.


image


1856 წელს მასაჩუსეტსის შტატში, აღმოჩენილი იქნა რკინის ვაზის ორი ნაწილი. მისი ასაკი 534 მილიონი წელია. დეკორატიული ელემენტები –ყვავილები, ვაზის გამოსახულება, ვერცხლით არის მოპირკეთებული. ვაზის მხატვრული შესრულების დონე კი მის ძალიან მაღალ ოსტატობასა და შესრულებაზე მეტყველებს.



3. “ვენტილიატორი".


image


1912 წელს ორმა მუშამ შტატ ოკლაჰომაში, როდესაც ისინი ნახშირის დიდ ნატეხებს ამტვრევდნენ, მის შიგთავსში აღმოაჩინეს არც თუ ისე დიდი რკინის “ვენტილიატორი". გეოლოგმა რობერტ ო. ფეიმ იგი დაახლოებით 312 მილიონი წლით დაათარიღა.




4. კვარცის თავის ქალა.



image


1927 წელს ცნობილი ინგლისელი არქეოლოგის და მოგზაურის ფ. ალბერტ მიტჩელ-ხედჟესის ექსპედიციამ დაიწყო მუშაობა ძველი მაიას ცივილიზაციის ქალაქში, ტროპიკული ჯუნგლების ნახევარ კუნძულ იუკატანზე. მისმა ჩვიდმეტი წლის გოგონა ანამ საოცარი ნივთი აღმოაჩინა. ეს იყო გამჭვირვალე კვარცით შექმნილი და ბრწყინვალედ გაპრიალებული ადამიანის თავის ქალა. მისი წონა 5, 13 კგ–ია.

თანამედროვე ტექნოლოგებს არ შეუძლიათ კვარცის თავის ქალის ასეთი მტკიცე და პრეტენზიული მასალით დამზადება. საინტერესოა რომ არსებობდნენ ასეთი მაღალი ცივილიზაციები რომლებიც ასე უკვალოდ გაქრნენ?..



5. ძვირფასთვლებიანი თავის ქალა.


image


ეს ძვირფასი ქვებით მორთული თავის ქალა 2009 წლის აღმოჩენაა. იგი დემონსტრირებას უკეთებს უძველესი დანტისტების ფანტასტიურ ოსტატობას. ადგილობრივი ამერიკელებს კბილებში ძვირფასი თვლების ჩასმა ჯერ კიდევ 2, 5 ათასი წლის წინ შეეძლოთ.


10
2197
15-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
2197
  
2014, 24 მარტი, 20:23
უცხოპლანეტელები ყოველთვის იყვნენ და არიან აქ ^–^
2013, 15 ოქტომბერი, 23:44
გმადლობთ
2013, 9 ოქტომბერი, 10:42
უღრმესი მადლობა
2013, 9 ოქტომბერი, 1:12
თამარი555 განუმეორებელია მისი სტატიებით
2013, 23 სექტემბერი, 13:05
გმადლობთ.
2013, 23 სექტემბერი, 12:44
საინტერესოა ძალიან
2013, 22 სექტემბერი, 0:04
გმადლობთ
2013, 21 სექტემბერი, 23:42
ძალიან კარგი სტატიაა
2013, 21 სექტემბერი, 15:03
გმადლობთ.
2013, 21 სექტემბერი, 14:53
ზოგი ვიცოდი,არაჩეულებრივი სტატიაა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10