პარამეცნიერებები მსოფლიოს 7 პატივსაცემი რელიქვია 2013, 20 სექტემბერი, 16:20 “ტურინის სუდარა", რომელზედაც იესო ქრისტეს სახისა და სხეულის ანაბეჭდებია–ყველაზე პოპულარული ქრისტიანული რელიქვიაა. თქმულების მიხედვით მასზე იყო ქრისტეს სხეული დასვენებული მისი ჯვარცმიდან ჩამოხსნის მომენტში. წლიდან წლამდე უამრავი მომლოცველი მიემართება ტურინში, რათა თავისი თვალით ნახონ სუდარა. ქალწული მარიამის მოსასხამი საფრანგეთში, შარტრის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება. მას საინტერესო ისტორიაა აქვს: იგი იერუსალიმში 876 წელს მოხვდა ჯვაროსნების მსვლელობის შემდეგ. შემდგომში ტაძარი სადაც მოსასხამი იყო დაიწვა, მაგრამ წმინდა მარიამის სამოსი უვნებელი გადარჩა. ტაძრის აღდგენის შემდეგ ნაგებობას მეხი დაეცა და ამჯერადაც მოსასხამი ტაძრის ღარებმა გადაარჩინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი შარტრი მთლიანად დაინგრა. ღვთისმშობლის ტაძარი და მასში მოთავსებული სიწმინდე კი უვნებელი გადარჩა. წმინდა ჯენაროს სისხლი–კათოლიკური რელიქვიაა, რომელიც ნეაპოლის კათედრალურ ტაძარში ინახება. წელიწადში ორჯერ სასწაული ხდება: მშრალი სისხლი “ცოცხლდება"-ხდება თხევადი და მოძრაობს. არსებობს ლეგენდა რომ თუ სისხლი არ “გაიღვიძებს" ქალაქს საფრთხე დაემუქრება. მართლაც 1527 წელს, როდესაც სისხლი ჭურჭელში მშრალი დარჩა ნეაპოლს ჭირის ეპიდემია მოედო. ასევე 1980 წელს მიწისძვრა მოხდა. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი–ყველაზე საკამათო რელიქვიაა. ზუსტად არავინ იცის სად არის იგი დასვენებული. მუსულმანები ამბობენ რომ თავი დამასკოში, უმაიადის მეჩეთშია. ქრისტიანები კი დარწმუნებულები არიან რომ რელიქვია რომში, სან-სილვესტროს ეკლესიაშია დაკრძალული. სხვა წყაროების მიხედვით კი თავი ან თურქეთში ან საფრანგეთშია დასვენებული. წინასწარმეტყველი მუჰამედის წვერის თმის ბეწვი– მუსულმანების ყველაზე სათაყვანო რელიქვიაა. მსოფლიოში ასეთი რელიქვია მხოლოდ სამია. ერთი სტამბოლის ტონკალის მუზეუმ-სასახლეშია, მეორე მეჩეთში ხაზრატბალი და მესამე კი ტიუმენის მუზეუმში. XIX საუკუნეში ტიუმენის ოლქში ერთმა ვაჭარმა იყიდა რომელშიც მან დიდი თანხა გადაიხადა. მსგავსი რელიქვიები არის ინდოეთში, ჯამა-მაჯიდის მეჩეთში. ბუდას კბილი–ბუდიზმის ყველაზე დიდი რელიქვიაა. იგი დალადა მალიგავას ტაძარში, ქალაქ კანდიშია (შრილანკა) . ითვლება რომ ადამიანი რომელიც ამ რელიქვიას ფლობს, მას ყველანაირი ძალაუფლების უნარი გააჩნია. ამ რელიქვიის განადგურება მრავალჯერ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. 286 4-ს მოსწონს
|