პარამეცნიერებები რა არის ,,დეჟა ვიუ"? 2013, 20 სექტემბერი, 15:06 “დეჟა ვიუ"-ს განცდა თითქმის ყველა ადამიანს აქვს გამოცდილი: როდესაც ადამიანი პირველად აღმოჩნდება რაიმე გარემოებაში ან გარემოებებში, მას ისეთი შეგრძნება აქვს რომ ეს მომენტი უკვე ოდესღაც იყო მის ცხოვრებაში. ნიშანდობლივია რომ “დეჟა ვიუ"-ს სამი ძირითადი ტიპი არსებობს: 1) “დეჟა ვიუ"– უკვე გამოცდილების ქონა. 2) “დეჟა-სენტი"–ის რაც უკვე გიგრძვნიათ. 3) “დეჟა-ვიზიტი"– განცდა რომ უკვე იყავით ამ ადგილას ადრე. მეცნიერები ბევრს ფიქრობენ თუ რატომ აქვს ადამიანს “დეჟა ვიუ"-ს განცდა. ერთნი ამბობენ რომ ეს არის მიმდინარე უცნობი პროცესი ჩვენს ტვინში, სხვები კი ამბობენ რომ ჩვენ გავდივართ პარალელურ და პორტალურ სამყაროს. კომიკური კი ის არის რომ ყველას სჯერა ამ გრძნობის არსებობა რადგან ყველას აქვს იგი გამოცდილი. ამიტომ მოცემული ფენომენი ყველაზე განსაკუთრებულია სხვა ათას ჩვენს შეუცნობელ სამყაროს გამოცანათა შორის. “ჟამე ვიუ"–ეს საწინააღმდეგო გრძნობაა, როდესაც ნაცნობ გარემოებასა და სიტუაციაში ნაცნობი ადამიანების წრეშია ადამიანი და იგი იწყებს მოქმედებას ისე თითქოს პირველად ხედავდეს ამ ყველაფერს ცხოვრებაში. არსებობს სხვა სახეობის “ჟამე ვიუ, " როდესაც ნათქვამი ან დაწერილი სიტყვა უცნობ მნიშნელობის მქონედ და გაუგებრად ეჩვენებათ. “ჟამე ვიუ" დაახლოებით 60% ადამიანებს ერთხელ მაინც აქვთ გამოცდილი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ქალებს უფრო ხშირად გამოუცდიათ “დეჟა ვიუ", ვიდრე მამაკაცებს. “დეჟა ვიუ "–ს შესწავლის მიზნით ჰიპნოზი უძლურია. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სწავლულები მრავალი ასეული წლის კვლევის შედეგად. მეტი შესაძლებლობა “დეჟა ვიუ"-ს განცდის აქვთ იმათ ვინც ბევრს მოგზაურობს, რადგან ისინი უფრო მეტ ახალ ადგილს ხედავენ ვიდრე დანარჩენები. ხუთი წლის გოგონა გახდა პირველი ყველაზე პატარა ადამიანი დედამიწაზე, ვინც გამოსცადა “დეჟა ვიუ". 1997 5-ს მოსწონს |
ისე კი ჩემი აზრით დე ჟავუ არის მომენტი,როცა აღქმა უსწრებს მხედველობას.
ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა როცა მიფიქრია ეს უკვე მომხდარა ჩემს ცხოვრებაშითქო