x
image
თამარი555
ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები
მიუხედავად თანამედროვე მეცნიერების მიღწევებისა, ჯერ კიდევ არსებობს საკმაო რაოდენობის “თეთრი ლაქები''. ქვემოდ ჩამოთვლილი გამოუცნობი მაგალითებითა და ფაქტებით ნათლად ჩანს, რომ მკვლევარებს არ შეუძლიათ ახსნა მოუძებნონ ამ მოვლენებს.



image


1. ვოინიჩის მანუსკრიპტი.


გამოცანა:



ვოინიჩის მანუსკრიპტი უძველეს წიგნად ითვლება, რომელიც აგრძელებს წინააღმდეგობას ყველა მცდელობისადმი, რომ გაიშიფროს იგი. ეს არის მკაფიოდ სტრუქტურიზებული წიგნი, მოწესრიგებული ყველა კანონის დაცვითა და დაწვრილებითი ილუსტრაციებით.

ჩანს რომ იგი ნამდვილ ენაზეა დაწერილი, რომელიც მანამდე არავის არ უნახავს. იგი აუცილებლად შეიცავს აზრს რომლის გაგება ვერავინ ვერ შეძლო.


image


არ არსებობს ერთიანი, თუნდაც ერთი აზრი იმის შესახებ თუ ვინ დაწერა იგი. და არც ის არის ცნობილი თუ სად დაიწერა და რისთვის.


image


ვერც სამხედრო შიფრის ამომხსნელებმა, ვერც კრიპტოგრაფებმა, ლინგვისტებმა, მათემატიკოსებმა ვერც ერთი სიტყვის ამოხსნა ვერ შეძლეს.



image



2. ბაიგონგის მილები.


გამოცანა:


ჩინეთის ტერიტორიაზე სადაც მანამდე არავინ ცხოვრობდა, მთაზე აღმოჩნდა სამკუთხა დაბოლოება, სადაც ასეულობით უცნობი წარმომავლობის ჟანგიანი მილები აღმოაჩინეს. რამოდენიმე მათგანი მთის სიღრმეში მდებარეობს. ზოგი მათგანი კი მარილიანი ტბის გასწვრივაა განთავსებული, რომელიც მიემართება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. მატი დიამეტრის ზომა დაახლოებით 40 სანტიმეტრია.

მკვლევარები მილებს ათარიღებენ იმ დროით როდესაც ადამიანები პირველად იწყებდნენ ცეცხლზე საკვების მომზადებას და ზედმეტია საუბარი იმ დროისათვის რკინის მოპოვებასა და დამუშავებაზე.


image


image


რაც არ უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს მილები არ არის ნაგვით გავსებული, მიუხედავად იმისა რბილად რომ ვთქვათ ის ძალიან ძველია. მილები შეიცავენ სილიკომანგანუმს, მსგავსს იმისას რაც მარსზე იყო აღმოჩენილი.



3. გიგანტური ბურთები.


გამოცანა: კოსტა-რიკას რამოდენიმე რაიონში მიმოფანტულია გიგანტური ქვის ბურთები. ისინი გლუვი და იდეალურად ან თითქმის სფეროსებურია. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ პატარაა, დიამეტრით რამოდენიმე სანტიმეტრი, ხოლო სხვა 2, 5 მეტრის დიამეტრისაა და რამოდენიმე ტონას იწონიან. ამ ქვების დანიშნულება და წარმომავლობა უცნობია.



image




4. ბაღდადის ბატარეა.


გამოცანა:


ე.წ. ბაღდადის ბატარეა წარმოადგენს არტეფაქტების ნაკრებს, რომელიც შუამდინარეთში (მესოპოტამია), ადრეულ საუკუნეებშია აღმოჩენილი.



image


იგი ითვლება პირველ აკუმულიატორად ითვლება, რომელიც ათასეული წლების წინ გამოიგონეს.



image

ამ ბატარეას წარმომავლობა და დანიშნულებაც უცნობია, როგორც სხვა დანარჩენის.


18
954
13-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
954
  
2013, 26 სექტემბერი, 23:30
საინტერესოა. არ ვიცოდი.
2013, 26 სექტემბერი, 23:06
არის გურიაში სურების მთებში, ხულოს მიმართულებით საქართველოს სამხედრო გზაზე პირდაპირ გზიდან მოსჩანს მაგრამ კარგად უნდა დააკვირდე, არის აღმოსავლეთშიც როგორც გასცდები გვირაბს თბილისისკენ 2-4 კმ ში წყაროსთან მარჯვნივ ბევრგანაა
2013, 25 სექტემბერი, 16:35
მართლა? სად.
2013, 25 სექტემბერი, 15:24
ბაიგონგის მილების მსგავსი წარმონაქმნები საქართველოს ტერიტორიაზეც არის მრავლად
2013, 21 სექტემბერი, 17:42
გმადლობთ.
2013, 21 სექტემბერი, 16:46
კარგი სტატიაა
2013, 21 სექტემბერი, 13:16
გმადლობთ.
2013, 21 სექტემბერი, 13:12
კარგი სტატიაა
2013, 20 სექტემბერი, 22:34
დიდი მადლობა შეფასებისათვის.
2013, 20 სექტემბერი, 21:14
ხო მართლა.აუცილებელი იყო ბატარეაში ჩაერჭოთ ნახშირის ღერო.საიდანაც ხდება ენერგიის გამოყოფა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10