x
image
მანჩო 777
როგორ გავაკეთოთ თურქული ფახლავა
image
ვის არ სმენია განთქმული აღმოსავლური ტკბილეულის-ფახლავის შესახებ. ეს არის ტკბილეული ფენოვანი ცომისაგან, გემრიელი თხილისა და ნიგვზის შიგთავით და ტკბილი სიროფით. ყველაზე მთავარი ფახლავის მომზადებაში არის მისი უთხელესი ცომის მომზადება. ეს არის ფენოვანი ცომი, რომელიც გაზეთის ქაღალდივით სიფრიფანა უნდა იყოს. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფენები საკმაოდ ბევრია-სულ 40 ფენა.

გაცილებით იოლი ვარიანტია 20 ფენიანი ფახლავის, თუმცა სწორი იქნებოდა-ბაქლავის(ასე ეძახიან მას თურქეთში) გაკეთება, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ ცომი რაც შეიძლება თხლად გავაბრტყელოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაქლავა უხეში გამოვა.

მაშ ასე, მოვამზადოთ პროდუქტები:

-2 კვერცხი


-100 გრამი მზესუმზირის ზეთი

-1 სუფრის კოვზი რძე

-მარილი დანის წვერით

-4 სუფრის კოვზი ფქვილი

-200 გრამი ნიგოზი ან თხილი, მსხვილად დაჭრილი

-300 გრამი კარაქი

-250 გრამი სახამებელი

--1 სუფრი კოვზი ძმარი

სიროფისათვის:

-1 ჭიქა შაქარი

-1 ჭიქა წყალი

-1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

-ნახევარი ჭიქა თაფლი

მომზადება:

ფქვილი გავცრათ და დავყაროთ მაგიდაზე, ამოვაღრმავოთ შუაში, ჩავტეხოთ მასში კვერცხი, დავასხათ რძე, ზეთი, მარილი, ძმარი და მოვზილოთ ცომი. გავაკეთოთ ცომიდან 20 ბურთულა, თითოეული იქნება დაახლოებით კაკლის ტოლა. გადავაფაროთ ცომს სველი ტილო და დავტოვოთ 30 წუთი. შემდეგ ავიღოთ თითოეული ბურთულა, მოვაყაროთ მაგიდაზე სახამებელი და გავაბრტყელოთ ცომი რაც შეიძლება თხლად. თითოეულს კარგად მოვაყაროთ სახამებელი და დავაწყოთ ერთმანეთზე, გადავაფაროთ ტილო, რომ არ გამოშრეს.

დავიწყოთ ბაქლავის აწყობა: ავიღოთ ოთხკუთხა ღრმა საცხობი ფურცელი(ჟარონა), მასზე კარგად წავუსვათ გამდნარი კარაქი, დავდოთ ცომის 2 ფენა, თითოეულ ფენას ვუსვამთ ფუნჯით გამდნარ კარაქს თხლად, ყოველი 2 ფენის მერე ვაყრით მსხვილად დაჭრილ ნიგოზს ან თხილს(უკეთესია შერეული). ასე ვაკეთებთ ბოლომდე. ბოლო მეოცე ფენასაც გადავუსვათ კარაქი თხლად, შემდეგ ავიღოთ მჭრელი დანა და ფრთხილად დავჭრათ ბაქლავა რომბისებურ ნაჭრებად.

შევდგათ 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 30-40 წუთი.

სანამ ჩვენი ბაქლავა ცხვება, მოვამზადოთ სიროფი: შაქარი და წყალი ჩავყაროთ პატარა ქვაბში და ავადუღოთ, დავამატოთ ლიმონის წვენი და ვადუღოთ 10 წუთი, ბოლოს დავუმატოთ ნახევარი ჭიქა თაფლი. გამომცხვარი ბაქლავა გამოვიღოთ ღუმელიდან და ცხელსვე მოვასხათ სიროფი თანაბრად. გადავაფაროთ ტილო და ისე გავაცივოთ. შემდეგ გადმოვიღოთ თეფშებზე და გემრიელად მივირთვათ.

image

3
5267
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
5267
  
2015, 13 მარტი, 15:12
საერთოდ თურქული ტკბილეული ყველაზე მეტად მიყვარს (ალბათ სამწუხაროდ, ვინაიდან ყოველთვის მომატებული წონით ვბრუნდები ხოლმე სამშობლოში:))
2013, 17 სექტემბერი, 0:50
როგორ მომინდა.....
2013, 16 სექტემბერი, 10:12
იფ იფ იფ
0 1 3