ამერიკელი მოდელი ქეით აპტონი, უკმაყოფილებასა და წყენას ვერ მალავს იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკლამო ბიზნესში მისი ადგილი, კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორმა ირინა შეიკმა დაიკავა და ამიერიდან, საცურაო კოსტუმების ბრენდებს, სწორედ ირინა გაარეკლამებს.
რამდენიმე ცნობილმა ფირმამ, რომლებიც ქალების ქვედა საცვლებსა და საცურაო კოსტუმებს აწარმოებენ, გადაწყვიტეს სარეკლამო სფეროში კონკურენტების ნაცვლად, პარტნიორები გამხდარიყვნენ და მათი პროდუქციის საერთო სარეკლამო სახედ, ირინა შეიკი აირჩიეს.
ირინამდე, ამ სფეროში ქეით აპტონი იყო მოწინავე და ამერიკელი მოდელი ამბობს, რომ იგი ირინასავით არ მოიქცეოდა, რომელმაც სრული არაკოლეგიალობა გამოიჩინა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი ადგილი დაეკაეებინა.
www.worldsport.ge