სხვა 4 ადგილი სადაც შეიძლება ნახოთ ყველაზე "არაჩვეულებრივი" ვარცხნილობები მსოფლიოში. 2013, 15 სექტემბერი, 11:11 ![]() ეთიოპიაში შეამჩნევთ ქალების "უცნაურ" და ამავე დროს ყველაზე დახვეწილ ვარცხნილობებს აფრიკის კონტინენტზე.ისინი თმებზე სხვადასხვანაირ რგოლებს იკეთებენ, თმებს იზილავენ თიხითა და ცხიმით და თავზე "იდგამენ" უცნაურ, არაჩვეულებრივ "კომპოზიციებს". აქ ძალიან ლამაზი ქალები ცხოვრობენ და ეს რთული ვარცხნილობები კიდევ უფრო ორიგინალურს ხდის მათ გარეგნობას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ასეთი ვარცხნილობებით ისინი თავს იცავენ მზისა და წვიმისაგან. ![]() ნამიბია. ხიმბა –მომთაბარე ხალხია.ისინი აშენებენ მსხვილფეხა პირუტყვს. აქ ქალბატონების თავზე მრავალ უცნაურობებს შეამჩნევთ. რადგან იქ საშინელი სიცხეებია, მათი ვარცხნილობებიც შესაბამისია, რათა მაქსიმალურად დაიცვან თავი სიცხისაგან.მათ თავზე შეამჩნევთ ათასნაირ ხის ძირების ლენტებს, თიხას და ასევე ცხოველის "ნაწილებს" ასეთი განსაკუთრებული ვარცხნილობები ხიმბას ხალხს სხვა სალხისაგან გამოარჩევს. ![]() ![]() იაპონია. თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში იაპონია გამოირჩევა "უცნაური" ახალგაზრდებით. აქ შეიძლება დაინახოთ ახალგაზრდები (და არა მარტო ახალგაზრდები)ყველაზე ''არანორმალური" ვარცხნილობებით. მათ საერთოდ არ აინტერესებთ გარშემომყოფების აზრი, ამით ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ შინაგან თავისუფლებას.ყველაფერი ეს კი იაპონელ ახალგაზრდებს უფრო ნათელსა და განსაკუთრებულს ხდის. 424 7-ს მოსწონს
|