x
image
თამუნა გეწაძე
4 ადგილი სადაც შეიძლება ნახოთ ყველაზე "არაჩვეულებრივი" ვარცხნილობები მსოფლიოში.
image


ეთიოპიაში შეამჩნევთ ქალების "უცნაურ" და ამავე დროს ყველაზე დახვეწილ ვარცხნილობებს აფრიკის კონტინენტზე.ისინი თმებზე სხვადასხვანაირ რგოლებს იკეთებენ, თმებს იზილავენ თიხითა და ცხიმით და თავზე "იდგამენ" უცნაურ, არაჩვეულებრივ "კომპოზიციებს". აქ ძალიან ლამაზი ქალები ცხოვრობენ და ეს რთული ვარცხნილობები კიდევ უფრო ორიგინალურს ხდის მათ გარეგნობას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ასეთი ვარცხნილობებით ისინი თავს იცავენ მზისა და წვიმისაგან.

image


ნამიბია. ხიმბა –მომთაბარე ხალხია.ისინი აშენებენ მსხვილფეხა პირუტყვს. აქ ქალბატონების თავზე მრავალ უცნაურობებს შეამჩნევთ. რადგან იქ საშინელი სიცხეებია, მათი ვარცხნილობებიც შესაბამისია, რათა მაქსიმალურად დაიცვან თავი სიცხისაგან.მათ თავზე შეამჩნევთ ათასნაირ ხის ძირების ლენტებს, თიხას და ასევე ცხოველის "ნაწილებს" ასეთი განსაკუთრებული ვარცხნილობები ხიმბას ხალხს სხვა სალხისაგან გამოარჩევს.



image

ახალ გვინეაში პაპუასები ასეთი დიდი "ფანტაზიით" არ გამოირჩევიან, როგორც ნამიბიაში.იქაც სიცხეა და მათ აქვთ დახვეული და "გაფუებული" თმები.ისინი ამ თმებს აძლევენ ქუდის ფორმას, რაც მათ იცავს სიცხისაგან და ასეთი ვარცხნილობა საშუალებას აძლევს მათ კომფორტულად იგრძნონ თავი მზის სხივების ქვეშ.


image



იაპონია. თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში იაპონია გამოირჩევა "უცნაური" ახალგაზრდებით. აქ შეიძლება დაინახოთ ახალგაზრდები (და არა მარტო ახალგაზრდები)ყველაზე ''არანორმალური" ვარცხნილობებით. მათ საერთოდ არ აინტერესებთ გარშემომყოფების აზრი, ამით ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ შინაგან თავისუფლებას.ყველაფერი ეს კი იაპონელ ახალგაზრდებს უფრო ნათელსა და განსაკუთრებულს ხდის.

0
424
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0