ფეხბურთი “შენც მოგკლავ და შენს ბავშვებსაც” 2013, 14 სექტემბერი, 18:59 უცნაური შემთხვევა მოხდა დღეს “ლივერპულის” მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე. სტივენ ჯერარდი და ფილიპე კოუტინიო საჯარიმო დარტყმებზე ვარჯიშობდნენ, როცა ვიღაც უცნობმა კაპიტანს გინება დაუწყო. ჯერარდმა თავიდან ყურადრება არ მიაქცია და ვარჯიშს აგრძელებდა, მაგრამ როცა უცნობი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, ვეღარ მოითმინა. კაცი უყვიროდა: “ვიცი სადაც ცხოვრობ და შენ დედა..... სახლს გადავწვავ”. ჯერარდი ურთიერთობის გასარკვევად გაეშურა, მაგრამ მეორე მწვრთნელმა, კოლინ პასკოემ შეაჩერა. ამასობაში უცნობი, რომელიც, ალბათ, მთლად საღ ჭკუაზე არ იყო, ველოსიპედს შემოახტა და ისევ დაუყვირა: “შენც მოგკლავ და შენს დედა... ბავშვებსაც.” ჯერარდს რამდენიმე კაცი აკავებდა... სოლომონ გულისაშვილი 283 2-ს მოსწონს
|