x
image
worldsport.ge
მესი: "რიბერი ევროპაში საუკეთესოა"

imageკატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ რიბერიმ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული დამსახურებულად მიიღო. 26 წლის არგენტინელი მიიჩნევს, რომ "ბაიერნის" მიერ შესრულებული ჰეთ-თრიქი ფრანგ ფეხბურთელს აღიარებაში დაეხმარა.
"ევროპის სამ საუკეთესო მოთამაშეთა შორის ყოფნა დიდი პატივია. ევროპაში მსოფლიოს ბევრ წარმატებულ ფეხბურთელთან კონკურენციაში რიბერიმ აღიარება ნამდვილად დაიმსახურა". _ განუცხადა Uefa-ს ოფიციალურ ვებგვერდს ლიონელ მესიმ და იქვე დასძინა: "მიუნხენელებთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს მწარე გაკვეთილი იქნება. ჩვენ ყოველთვის გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბაიერნთან" ჩატარებული მატჩები ეს იყო დიდი უფსკრული ორ გუნდს შორის _ ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და მათთან შეხვედრას ისევ ველით".


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
122
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0