პარამეცნიერებები ჩვენ ცოტა რამ ვიცით სამყაროს შესახებ 2013, 12 სექტემბერი, 18:28 ნებისმიერი სფეროს ექსპერტს რომ ჰკითხოთ გიპასუხებთ რომ მის საქმეში უფრო ნაკლებია ის რაც მან იცის და უფრო მეტი ვიდრე მან არ იცის.
კაცობრიობას ყოველთვის სურდა რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ცოდნა შეეძინა და ამიტომ მის გზაზე არსებობს მეცნიერებები, რომლებიც გვეხმარება ეტაპობრივად ამოვხსნათ სამყაროს საიდუმლოებები. მაგრამ დღეს ბევრი რამ არ არის მაინც ცნობილი. მაგალითად:
1.რატომ გვძინავს და რატომ ვხედავთ სიზმრებს? თუ გაირკვევა რატომ ხედავს ადამიანი სიზმარს, ჩვენ დიდი რაოდენობის აღმოჩენები შეგვიძლია გავაკეთოთ. მაგრამ დღეს შორს ვართ ჭეშმარიტებისაგან. უკვე მილიონი წელია რაც ჩვენ ძილში ვატარებთ და ვხედავთ სიზმრებს, მაგრამ ჯერ არ ვიცით რატომ. 2. რა ხდება სიკვდილის შემდეგ? სიკვდილი-ეს ჩვენი სამყაროს დიდი საიდუმლოებაა. არავის შეუძლია გადაჭრით თქვას თუ რა ხდება იმის შემდეგ როცა სხეული თავის ფუნქციონირებას შეწყვეტს. მკვლევარები აკეთებენ ყველა შესაძლებლობას რომ გამოარკვიონ ეს, მაგრამ პასუხებზე მეტად კითხვები ჩნდება. მრავალი ადამიანი კლინიკური სიკვდილის დროს ამბობს რომ ხედავდა თეთრ სინათლეს, ესმოდა მუსიკა, დაფრინავდნენ ჰაერში და ბევრი სხვა. ეს გამოცდილება არ შეიძლება ჰალუცინაციად ჩაითვალოს, რადგან ეს ხდება მაშინ როდესაც გული და ტვინი გათიშულია. სიკვდილის გარშემო ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით, მიუხედავად იმისა რომ ათასწლეულებია ვცდილობთ გავიგოთ მისი ბუნება. 3. რატომ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე? ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ არ ვიცით სინამდვილეში სიცოცხლე რომელიც ჩვენს გარშემო ჩქეფს, რატომ მოევლინა სამყაროს. ერთადერთი ვიცით დედამიწის ისტორიიდან რომ დაახლოებით 3, 8 მილიარგი წლის უკან მოლეკულებმა დაიწყეს რთული ქიმიური რეაქციები რომელმაც საბოლოო ჯამში სიცოცხლე წარმოშვა. მაგრამ რამ აიძულა მოლეკულები მსგავსი რეაქციისაკენ ეს გამოცანად რჩება. ერთი ვერსიის თანახმად-ეს ღმერთის შემოქმედებაა. მეორე ვერსიით კი ულტრაიისფერმა გამოსხივებამ იმოქმედა. სწავლულები ცდილობენ ზუსტი პასუხი მოძებნონ ამის და შექმნან სურათი რომელიც დედამიწაზე იყო იმ მომენტისთვის როცა სიცოცხლე წარმოიშვა, მაგრამ ამაოდ. 4. რისთვის არსებობს ხელოვნება? ჰკითხეთ ნებისმიერ შემოქმედ ადამიანს, რატომ ხატავს, წერს ან რატომ ქმნის სხვა შემოქმედებას. ვერ მიიღებთ გასაგებ პასუხს. ადამიანი ქმნის ხელოვნებას და არ იცის რატომ აკეთებს ამას. 5. ძველი ლიტერატურა ძალიან ცნობილ და გამოჩენილ მწერლებზე წარსულიდან, ვისი ნაწარმოებებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი არ შეგვიძლია ყოველთვის ბევრი მოვყვეთ მათ შესახებ. მაგალითად: უილიამ შექსპირი, რომლის პიესებიც მთელი მსოფლიოს სცენებზე აუცილებელი წესებით იდგმება, გასაკვირია რომ მიუხედავად ასეთი გამოჩენილობისა მასზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. არსებობს ასეთი ვერსიაც რომ იგი საერთოდ არ არსებობდა. ხოლო ნაწარმოებებს კი დრამატურგების ჯგუფი წერდა საერთო ფსევდონიმის გამოყენებით. 6. გრავიტაციის ძალა ჩვენ ვიცით რომ ბნელ მატერიას შეუძლია ახსნას თუ რატომ არ ემორჩილება იგი გრავიტაციის კანონებს. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რომ თვითონ გრავიტაცია არ ემორჩილება თავის საკუთარ კანონებს. სინამდვილეში გრავიტაცია–ფიზიკოსებისათვის ნამდვილი თავის ტკივილია. რამდენიმე მათგანი კი ამტკიცებს რომ ის საერთოდ არ არსებობს. ყოველ ჯერზე როცა ჩვენ რამე მნიშვნელოვან აღმოჩენას ვაკეთებთ, ვრწმუნდებით თუ რა ცოტა რამ ვიცით სამყაროს შესახებ. 7. თეორია სამყაროს შესახებ მუდმივად იცვლება. დღეს ჩვენ მეცნიერების ახალი გადატრიალებისა და განვითარების ეტაპზე ვიმყოფებით. რაც იმას ნიშნავს რომ ზოგიერთი ძველი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალური გაგება სამყაროს შესახებ ხელმეორედ გადახედვას მოითხოვს. მაგალითად სავსებით შესაძლებელია რომ მეცნიერი სტრუნის თეორიის მიხედვით ჩვენ ვცხოვრობთ გარკვეული სახის ჰოლოგრამაზე, რომელიც სამყაროს მხრიდან პროექტირდება. რა თქმა უნდა ეს არ არის სახელმწიფოებრივი თეორია მაგრამ ეს ამტკიცებს იმას თუ რამდენად უჩვეულო და უცნაური შეიძლება იყოს სინამდვილე. 149 4-ს მოსწონს
|