x
image
თამარი555
გაგვაჩნია თუ არა მესამე თვალი?

image


–როგორც აჩვენა ბოლო წლების სამეცნიერო დაკვირვებებმა, ადამიანს მესამე თვალი გააჩნია–ამ აზრს ეთანხმება მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ოფთალმოლოგიის დარგში, ვალერი გრიგორიევი. ის ასე ხსნის ამ მოვლენას. იგი ფოტორეცეპტორებითა და ნერვული უჯრედებით ყალიბდება ორი თვის ჩვილის ჩანასახის შუალედურ ტვინში, შემდეგ კი განვითარებას წყვეტს და იქცევა ეპიფიზად ან ჯირკვლად, რომლის ზომა ნახევარ გრამზე მცირე მარცვლის ფორმისაა და მოყავისფრო-წითელი ფერი აქვს. იგი დამალულია ტვინის სიღრმეში. ეს ჯირკვალი ძალიან განვითარებულია. მას უნარი შესწევს იტრიალოს თვალის მსგავსად და სინათლის სხივი აღიქვას.


ბუდას შუბლი ყოველთვის დანიშნულია წერტილით ან ძვირფასთვლიანი ქვით.


imageimage



-რეპტილიები მსგავსი ორგანოს საშუალებით, როგორც ბიოლოგებმა

ახსნეს, ელექტრომაგნიტურ სინათლეს და ბგერას იჭერენ.

-ადამიანის ეს ჯირკვალი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს–ამბობს

მეცნიერი. თავისებურ ბიოლოგიური დროის მანძილზე იგი ხელმძღვანელობს სიზმრებისა და ძილ-ღვიძილის მდგომარეობას. მასზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჰორმონები, რომლებიც ეპიფიზს გამოიმუშავებენ, ორგანიზმის უჯრედების გაახალგაზრდავებაზე იღებენ დატვირთვას. შესაძლოა ადრე ეს ორგანო რეაგირებდა სინათლეზე და იძლეოდა სიბნელეში თავისუფლად ორიენტაციის შესაძლებლობას.


-აღმოსავლური ფილოსოფიის თანახმად მესამე თვალს სხვა დანიშნულება გააჩნდა: წარსულისა და მომავლის ხედვა. კოსმოსიდან მიღება ინფორმაციის და ფიქრების გაგზავნა შორ მანძილზე.


ზოგიერთი ძველი პერუელი, რომ გამხდარიყო ღმერთის რჩეული და მიეღო ხედვის ზებუნებრივი შესაძლებლობები, ქირურგებს სთხოვდნენ შუბლზე ხვრელი ამოეკვეთათ მათთვის.


image


ალტერნატიული მხედველობის მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ახსნილი. ტვინი აღიქვავს ელექტრონულ სიგნალებს და მისი დახმარებით ახდენს ძებნას, რომ აღიქვას გარე სამყარო. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. ჯერჯერობით ამ ფენომენის გამოცანა ამოუხსნელია.

0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0