x
image
მანჩო 777
ტკბილი "ძეხვი" ჩაისათვის
imageმასალად საჭიროა:

ფხვიერი ნამცხვარი(მაგალითად, "საიუბილეო"-600 გრამი

კარაქი- 200 გრამი

კაკაო-2 სუფრის კოვზი


რძე-ნახევარი ჩაის ჭიქა

შაქარი-1 ჩაის ჭიქა

მომზადება:

ნამცხვარი დავფხვნათ პატარა ნამსხვრევებად, მოვათავსოთ პაკეტში და გადავატაროთ ცომის გასაბრტყელებელი, რომ კარგად დაიფშვნას.

კაკაო კარგად ავურიოთ შაქართან ერთად.

კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, ჩავასხათ რძე და ჩავაყაროთ კაკაოსთან ერთად არეული შაქარი.

დავდგათ ცეცხლზე და ვურიოთ მანამ, სანამ შაქარი არ დადნება.

ოღონდ არ უნდა ავადუღოთ. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ცოტა გავანელოთ და შევურიოთ დაფხვნილი ნამცხვარი. უნდა მივიღოთ სქელი კონსისტენციის მასა.

მიღებული მასიდან გავაკეთოთ ძეხვები, გავახვიოთ საკვებ პერგამენტში და დავდოთ მაცივარში არანაკლებ 6 საათი. გამოვიღოთ და დავჭრათ ძეხვისმაგვარად.

შეიძლება აგრეთვე მასას დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი, ხოლო შაქარი შევცვალოთ მოხარშული შესქელებული რძით.

მიირთვით გემრიელად.

7
498
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
498
  
2013, 11 სექტემბერი, 23:49
თან რა იოლია, არა?
2013, 11 სექტემბერი, 23:46
ძალიან ხშირად ვაკეთებ ამ ნამცხვარს და ყველას ძალიან მოსწონს. გამეხარდა აქაც რომ ვნახე:)
2013, 11 სექტემბერი, 23:18
მე ძალიან მიყვარს, მთავარია ხარისხიანი იყოს.
2013, 11 სექტემბერი, 23:17
ჩემთვის ყველა მავნებელია...არც კი მახსოვს, ბოლოს როდის მივირთვი, არადა ძალიან მიყვარდა, მაგრამ შემძულდა .:(
2013, 11 სექტემბერი, 23:16
ხარისხიანი ძეხვი მავნებელი არაა, თუნდაც უკრაინული. :)
2013, 11 სექტემბერი, 23:14
ეს უკეთესია, ტკბილია და მავნებელი არაა:D
2013, 11 სექტემბერი, 23:12
მე ნამდვილი ძეხვი მეგონა. :)
0 1 7