x
image
მანჩო 777
ცნობილი ვარსკვლავი კრისტენ სტიუარტი იყიდა უცნობმა მილიონერმა 15 წუთით
image

კრისტენ სტიუარტი დროს ტყუილად არ კარგავს. ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ გახმაურებული საგას "ბინდის" ვარსკვლავი დღითიდღე მელოტდებოდა. მიზეზად დასახელებული იყო ხანგრძლივი დეპრესია, გამოწვეული რობერტ პატინსონთან დაშორებით.

სანამ მსახიობის თაყვანისმცემლები შეწუხებული იყვნენ კრისტენის ჯანმრთელობით და დარდისაგან არ იცოდნენ რა ექნათ და რით ეშველათ საყვარელი მსახიობისათვის, გოგონა დროს სულაც არ კარგავდა ტყუილად. ცნობილი გახდა, რომ დარდის და დეპრესიის შენელების პერიოდებში ვარსკვლავი არც თუ ურიგოდ ატარებდა დროს: მაგალითად, ის დადიოდა საიდუმლო პაემანზე უცნობ თაყვანისმცემელთან, მაგრამ არა უანგაროდ, არამედ ნახევარი მილიონი დოლარის საფასურად.პრესისათვის ცნობილი გახდა, რომ ეს მილიონერი არც მეტი, არც ნაკლები ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის პრინცია და საიდუმლო პაემანი გრძელდებოდა სულ 15 წუთი. ამ ხანმოკლე პაემანის საფასური მართლაც ნახევარი მილიონი დოლარი იყო, რომელიც მსახიობმა გადარიცხა ქარიშხალ

" Сэнди"-ით დაზარალებული ბავშვების ფონდში.ეს ინფორმაცია გაავრცელა პროდიუსერმა Харви Вайнштейн-მა თავის გამოსვლაში ტორონტოს კინოფესტივალზე ფილმ "12.12.12."-ის სპეციალური ჩვენების წინ. სურათი აჩვენეს ვიდეოვერსიის სახით საქველმოქმედო კონცერტისა, რომელიც ჩატარდა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. სწორედ ამ კონცერტის დროს მიმართა ფონდს არაბმა პრინცმა. მან ფონდს შესთავაზა საკმაოდ დიდი თანხა, ოღონდ 22 წლის ვარსკვლავთან პაემანის საფასურად.

საინტერესოა, რომ თავიდან პრინცი გაცილებით ნაკლებ თანხას სთავაზობდა ფონდს, მაგრამ კრისტენის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ის დათანხმდა, რომ ნახევარი მილიონი გადაეხადა.


"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ისტორიამ და კრისტენის დამოკიდებულებამ ქველმოქმედების მიმართ. სხვათა შორის, პაემანზე ვარსკვლავი ძალიან თავდაჭერილად იქცეოდა, საუბრობდა პრინცთან დაახლოებით 15 წუთი, შემდეგ გამოემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და წავიდა"-განაცხადა Харви Вайнштейн-მა.



image

5
898
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
898
  
2013, 11 სექტემბერი, 23:49
სხვისთვის თავგანწირვა დღეს უკვე ბევრს აღარ შეუძლია...
2013, 11 სექტემბერი, 23:09
მაგრამ ცუდი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ 15 წუთი ისაუბრესო. თან თავისთვის არ აუღია ის ფული.:)
2013, 11 სექტემბერი, 23:08
თავი ხომ გაყიდა ფულისათვის.......
2013, 11 სექტემბერი, 22:53
რატომ ცუდი? ქველმოქმედი ყოფილა.:)
2013, 11 სექტემბერი, 22:45
ცუდი დეიდა ყოფილა. :((
0 1 5