x
image
ვიზა კოხაძე
ვარსკვლავები, რომლებიც 40 წელს გადაცილდნენ, საშუალო ასაკს ეთაყვანებიან და მშობიარობის პროპაგანდას ეწევიან ხანდაზმულ ასაკში

imageსტატიაში წარმოგიდგენთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს და მსახიობებს, რომლებიც 40 წელს გადაცილდნენ და მაინც არაჩვეულებრივ ფორმაში არიან და დღემდე ინარჩუნებენ ძველებურ ხიბლსა თუ სილამაზეს.მონიკა ბელუჩი, ჰოლი ბერი, ჯულია რობერტსი, კიმ ბესინჯერი, სალმა ჰაეკი - რა აქვთ საერთო ზემოთ ჩამოთვლილ მსახიობებს გარდა სილამაზისა და ტალანტისა? არავისთვის არაა საიდუმლო, რომ მსახიობები ზუსტად საშუალო ასაკში გახდნენ დედები - აი კიდევ ერთი მსგავსება ამ ხუთეულს შორის.მაგალითისთვის, უზომოდ ბედნიერი მონიკა ბელუჩი ჯერ ჯიდევ 39 წლის ასაკში გახდა პირველი შვილის დედა.ახალგაზრდობა კი, როგორც თავად ამბობს, მან საკუთარ კარიერას და სამუშაოს მიუძღვნა.მსახიობი თავის ინტერვიუში იმაზეც მიუთითებს, რომ ქალისთვის საშუალო ასაკი უფრო გამართლებულია დედობისთვის, ვიდრე 20 - 25 წელი, რადგან ამ ასაკში ქალი მაქსიმალურად მზადაა დედობისთვის: - " ორსულობის დაგეგმვაში მთავარ როლს ასაკი კი არა, ქალის ფსიქოლოგიური მზადყოფნა თამაშობს...ზოგისთვის ეს დრო 25 - 30 წლის ასაკში დგება, ზოგისთვის კი გაცილებით უფრო გვიან" - აცხადებს მსახიობი და დასძენს, რომ თავად სწორედ მაშინ დაფეხმძიმდა, როცა დედობისთვის მზად იყო.

imageimageროლების შეცვლამ და ქალების ჩართულობამ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სწორედ ის გამოიწვია, რომ ვარსკვლავების უმეტესი ნაწილი საკუთარი კარიერისა და პოპულარობის მოპოვების შემდეგ იცლიან დედობისთვის.ამის ნათელი მაგალითია მსოფლიოს ვარსკვლავთა ისეთი სახეები, როგორიცაა: ჯულია რობერტსი, ჰოლი ბერი, კიმ ბესინჯერი, თავად მონიკა ბელუჩი, სალმა ჰაეკი და სხვები.image

























imageimage

3
146
14-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
146
  
2013, 14 სექტემბერი, 14:16
კარგი სტატიაა და მივესალმები მეც ამ ყველაფერს,ძალინ მინდა ერთი შვილი ასაკში გავაჩინო თუ საერთოდ უფალი ინებებს ჩემ დედობას.
2013, 14 სექტემბერი, 12:41
მომენატრე და აქა ვარ უკვე
2013, 14 სექტემბერი, 12:40
ეგ ასაკი მეც მხიბლავს...
0 1 3